08:04 - 13 Dec, 2018
2018-12-06 13:41:14, 129 ნახვა
აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო უწყება იენს სტოლტენბერგის განცხადებას „მორიგ პროვოკაციად“ აფასებს

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც გენმდივანმა რუსეთს მოუწოდა, ჯარები გაიყვანოს და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება გააუქმოს.

როგორც ე.წ. უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ოკუპირებული ცხინვალი იენს სტოლტენბერგის განცხადებას მორიგ პროვოკაციად აფასებს. საოკუპაციო რეჟიმი ამბობს, რომ ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადება დამატებით დაძაბულობას ქმნის რეგიონში.

"ევროპელი მაღალჩინოსნების ამგვარი განცხადებები აგრესორი ქვეყნის მხარდაჭერაზეა მიმართული, რომელმაც გენოციდის არაერთი აქტი და შეიარაღებული აგრესია ჩაიდინა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხალხის წინააღმდეგ", - ნათქვამია დე-ფაქტო საგარეო უწყების განცხადებაში. 



სოციალური ქსელები
კომენტარები



„ერთხელ ჩხუბი ჯობია მემგონი და უნდა დაგილეწოთ თავ-ყბა“​ - პარლამენტში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
ინდოეთის 10 ქალაქში საქართველოს სავიზო-სააპლიკაციო ცენტრები ამოქმედდება

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics