08:58 - 13 Dec, 2018
2018-12-06 13:19:14, 235 ნახვა
მეუფე შიო: ნიკა რურუა იყო ადამიანი, რომელიც სადაც არ უნდა წასულიყო, დიდ წარმატებას მიაღწევდა

წმინდა პანტელეიმონის სახელობის ეკლესიაში, "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ნიკა რურუას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

პანაშვიდს რუსუას ოჯახის წევრები, მეგობრები, ნაცნობები, პოლიტიკოსები და თანამოაზრეები იმყოფებიან. ადგილზე ასევე პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო იმყოფება, რომელმაც გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა და პარაკლისი გადაიხადა. 

"ჩვენ დღეს აქ მოვიტანეთ კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს სამძიმრის წერილი, დავლოცეთ მისი სული და ვლოცულობთ მისი სულის შეწყალებისთვის, ღმერთმა აცხონოს და გაანათლოს. ის იყო ადამიანი, რომელიც სადაც არ უნდა წასულიყო დიდ წარმატებას მიაღწევდა. გამოვთქვამ ძალიან დიდ მწუხარებას", - განაცხადა მეუფე შიომ.

შეგახსენებთ, რომ ნიკა რურუა 50 წლის ასაკში 4 დეკემბერს გარდაიცვალა. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა სახელდება.

 



სოციალური ქსელები
კომენტარები



„ერთხელ ჩხუბი ჯობია მემგონი და უნდა დაგილეწოთ თავ-ყბა“​ - პარლამენტში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
ინდოეთის 10 ქალაქში საქართველოს სავიზო-სააპლიკაციო ცენტრები ამოქმედდება

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics