08:45 - 24 Apr, 2019
2018-12-02 14:43:14, 2214 ნახვა
ჰოლენდიელმა გულშემატკივრებმა გურამ კაშიას გასაოცარი შეხვედრა მოუწყვეს - მან ცრემლები ვერ შეიკავა

ქართველი ფეხბურთელი, გურამ კაშია ჰოლანდიაშია და ყოფილი კლუბის, არნემის „ვიტესის“ თამაშსს დაესწრო, რომელიც ერედევიზიის მე–13 ტურში „ემენს“ მასპინძლობდა.

მატჩამდე არნემურმა კლუბმა და „ვიტესის“ ფანებმა მთელი კამპანია ჩაატარეს, სადაც გულშემატკივარს მიმართავდნენ – „შენ მოდიხარ, პირადად რომ დაემშვიდობო ყოფილ კაპიტანს?“. კლუბის ოფიციალურ გვერდზე გურამ კაშიას მიმართეს „ვიტესის“ ყოფილმა და მოქმედმა მოთამაშეებმა – ვილფრიდ ბონმა („სუონსიში“ თამაშობს), ბერტრანდ ტრაორემ („ლიონი“), მაიკლ ვან დერ ვერფმა, არნემელთა სლოვენიელმა თავდამსხმელმა ტიმ მატავჟიმ, ასევე „ვიტესის“ არგენტინელმა გულშემატკივარმა ხუანმა.

ჰოლენდიელმა გულშემატკივრებმა ყოფილ კაპიტანს გასაოცარი შეხვედრა მოუწყვეს. სავსე ტრიბუნების შეძახილებმა „გურამ კაშია! გურამ კაშია!“ ქართველ მცველზე ისე იმოქმედა, ცრემლები ვერ შეიკავა.

გურამ კაშია „ვიტესში“ 2010-2018 წლებში გამოდიოდა, თამაშების რაოდენობით კლუბის რეკორდსმენი გახდა და 6 წელი გუნდი კაპიტანი იყო, ზაფხულში კი ამერიკის მეიჯორლიგის „სან ხოსეში“ გადავიდა.

ცნობისთვის, გურამ კაშია გახდა ვიტესის რეკორდსმენი, ჩატარებული მატჩების მიხედვით.

კაშია გახდა ვიტესის პირველი კაპიტანი, რომელმაც ტიტული მოიგო.

როდესაც მწვრთნელთან უთანხმოების გამო ის სკამზე იჯდა, მთელი არნემი ამხნევებდა მას და ქართველის მოედანზე გამოსვლას ითხოვდა.

მან ვიტესში 8 წელი გაატარა და ფანების საყვარელი ფეხბურთელი გახდა.

კაშიას დღემდე უხდიან მადლობას, ვიტესის ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები, იმისთვის, რომ ის იყო ღირსეული კაპიტანი და ბევრი რამ ასწავლა მათ.

ქართველ ფეხბურთელს მოუწყვეს გაცილება და მთელი მოედანი სკანდირებდა:"გუ-რამ კაშია, გურამ კაშია".

 








ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

შს მინისტრის კომენტარი პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე






მსახიობ ლევან ჯიბღაშვილს ბრალი დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-გადაზიდვისთვის ედება
პრაიდი: შსს-ს განცხადებით, გააკეთებენ მაქსიმუმს, რომ ღირსების მარში მშვიდობიანად ჩატარდეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics