11:40 - 21 Jan, 2019
2018-11-29 16:36:25, 934 ნახვა
რომში გია ყანჩელის მუსიკისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს საელჩოს ორგანიზებით,  რომში, ველაბროს წმინდა გიორგის ტაძარში  ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის მუსიკა შესრულდა.

გია ყანჩელის ნაწარმოებები იტალიელმა მუსიკოსებმა, პიანისტმა ალესანდრო სტელამ და ფლეიტისტმა მაურო კონტიმ შეასრულეს.

წმინდა საყდართან საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გამართულ კონცერტზე მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს კულტურის საბჭოს პრეზიდენტმა კარდინალი ჯანფრანკო რავაზიმ და კომპოზიტორმა ნიკოლა სანიმ,რომელმაც გია ყანჩელის მუსიკის შესახებ ისაუბრა.

კონცერტს, რომელზეც პირველად შესრულდა ფორტეპიანოსა და ფლეიტისთვის შექმნილი ნაწარმოები 'Ninna Nanna per Anna', ესწრებოდნენ წმინდა საყდართან აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, რომის კურიის წევრები და სხვა სტუმრები.

 



სოციალური ქსელები
კომენტარები



დღეს ჩახუტების საერთაშორისო დღეა
„ყაზტრანსგაზის“ ოფისთან მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics