09:13 - 13 Dec, 2018
2018-11-27 15:56:18, 491 ნახვა
ანჯელინა ჯოლის წინააღმდეგ სასამართლოში მისი ძმა ჩვენებას მისცემს

ანჯელინა ჯოლის უფროსი ძმა ჯეიმს ჰეივენი დის წინააღმდეგ სასამართლოში ჩვენებას მისცემს. თუ ეს ნამდვილად მოხდება, ჰეივენი ბრედ პიტის მხარეს აღმოჩნდება.

უცხოური ტაბლოიდების მტკიცებით, და-ძმას შორის სერიოზული კონფლიქტი მოხდა. ცნობილია, რომ უახლოეს პერიოდში ჯოლისა და პიტს შორის არსებული სასამართლო დავა ქონების 50/50-ზე დაყოფით დასრულდება. კითხვის ნიშნის ქვეშ 6 საერთო ბავშვის ბედი რჩება, რადგან მშობლებმა ვინ ვისთან ერთად დარჩება, დღემდე ვერ გადაწყვიტეს. ჯეიმს ჰეივენის ჩვენებებმა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე შეიძლება იმოქმედონ, რადგანაც ის სასამართლო პროცესების მიმდინარეობის დროს დას გვერდში ედგა და ეხმარებოდა, მაგრამ როგორც ტაბლოიდები წერენ, "ჯოლი ძმას მხოლოდ პრაგმატული მიზნებისთვის იყენებდა".

ცნობილია აგრეთვე, რომ ანჯელინას ძმასთან კონფლიქტი იმის გამო გაუჩნდა, რომ ჯეიმსმა საკუთარ კარიერაზე "ხელი ჩაიქნია", რაც დას ძალიან არ მოსწონს. ჟურნალისტების ვარაუდით ჯეიმსს სასამართლოში ბევრი ისეთი, აქამდე უცნობი ფაქტის მოყოლა შეუძლია, რამაც საბოლოო ვერდიქტზე დიდი ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს.



სოციალური ქსელები
კომენტარები



„ერთხელ ჩხუბი ჯობია მემგონი და უნდა დაგილეწოთ თავ-ყბა“​ - პარლამენტში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
ინდოეთის 10 ქალაქში საქართველოს სავიზო-სააპლიკაციო ცენტრები ამოქმედდება

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics