სერვერებზე მიმდინარე ტექნიკური სამუშაოების გამო, დღეს საღამოს 6 საათამდე, ვებ-გვერდი იმუშავებს შეფერხებით. ბოდიშს გიხდით შეფერხებისათვის. "ექსპრესნიუსის ტექნიკური ჯგუფი"
15:09 - 24 May, 2019
2018-11-26 14:48:44, 3127 ნახვა
ილონ მასკი Tesla-ს დახურვას აანონსებს

კომპანია Tesla-ს დამფუძნებელმა ილონ მასკმა პროექტის დახურვა დააანონსა. ბიზნესმენმა განცხადება ტელეკომპანია HBO-ს ეთერში გააკეთა.

მასკის თქმით, კომპანია ძალიან ბევრ ფულს კარგავს: "თუ უახლოეს მომავალში ამ პრობლემებს არ გადავჭრით, ჩვენ "მოვკვდებით". ძალიან რთულია ამ ფინანსური პრობლემების მოგვარება", - დასძინა მასკმა. მისივე მტკიცებით, კონცერნს არსებობის რამდენიმე კვირა დარჩა.

ეს მასკის პირველი განცხადება არ გახლავთ. გაკოტრების შესახებ განცხადება მან ჯერ კიდევ მაისში გააკეთა, მაგრამ მაშინ ამას მხოლოდ ფორმალური ხასიათი ჰქონდა, რადგანაც ბიზნესმენმა ის საკუთარი "ტვიტერის" მეშვეობით გააჟღერა.

შეგახსენებთ, რომ ილონ მასკს "აშშ-ის ძვირფასი ქაღალდების კომისიასთან" (SEC) დაკავშირებული უთანხმოებების გამო Tesla-ს კონცერნის დირექტორების საბჭოს წევრობის სტატუსი შეუჩერდა მას შემდეგ, რაც სახელმწიფო ორგანომ მას ჯარიმის სახით 20 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ბრიფინგი






ეკა ბესელია საკუთარ პარტიას აფუძნებს
სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ლექტორი: ტელეფონი გამიტეხეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics