15:09 - 22 Nov, 2018
2018-11-08 21:46:32, 464 ნახვა
მთავრობამ „ღია მმართველობა - საქართველოს“ 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ „ღია მმართველობა − საქართველოს" 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. დოკუმენტი მთავრობის სხდომას იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს წარუდგინა.

სამოქმედო გეგმა „ღია მმართველობა − საქართველოს" ფორუმის ფარგლებში მომზადდა. ფორუმის მუშაობაში მონაწილეობდნენ საჯარო დაწესებულებების,  არასამთავრობო   ორგანიზაციების: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველო, ფონდი ღია საზოგადოება − საქართველო, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი სხვა, საერთაშორისო მისიების წარმომადგენლები (USAID; გაერო-ს განვითარების პროგრამა (UNDP), ევროკავშირი და სხვ. მათი რეკომენდაციების ნაწილი  სამოქმედო გეგმაში აისახა.  ყველაზე აქტუალური პრობლემების გამოსავლენად და სამოქმედო გეგმაზე მუშაობაში ფართო საზოგადოების ჩართვის მიზნით იუსტიციის სამინისტრომ საქართველოს 13 ქალაქში საჯარო კონსულტაციები გამართა, რომელშიც, ჯამში, მონაწილეობდა 500-ზე მეტი მოქალაქე − მუნიციპალიტეტების, მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები; სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და სხვა დაინტერესებული პირები.

OGP"-ის მე-5 სამოქმედო გეგმა კვლავ ინოვაციურია. საჯარო რესურსების უკეთ მართვა, მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერება, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის განმტკიცება, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების უკეთ გამოყენება ღია მმართველობისთვის − ეს ის საკითხებია, რომელთაც 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმა მოიცავს. მასში 21 უწყების 23 ვალდებულებაა გაწერილი, რომლებიც „OGP"-ის ხუთივე გამოწვევას პასუხობს − საჯარო მომსახურების გაუმჯობესება, საჯარო სექტორში კეთილსინდისიერების ამაღლება, საჯარო რესურსების უკეთესი მართვა, უსაფრთხო გარემოს შექმნა და კორპორატიული პასუხისმგებლობის გაუმჯობესება.

საჯარო მომსახურების გაუმჯობესების გამოწვევა ხუთ ვალდებულებას მოიცავს − საჯარო სერვისების გაუმჯობესება;  მოქალაქეთა ჩართულობის ინოვაციური პლატფორმის დანერგვა; სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა ერთიანი ავთენტიფიკაციის სისტემის დანერგვის გზით; ეკონომიკური მმართველობის ინოვაციური პლატფორმა; გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნების შესასრულებლად ელექტრონული პორტალის ამოქმედება.

საჯარო სექტორში კეთილსინდისიერების ამაღლების გამოწვევას უკავშირდება  არსებული ძირითადი ანტიკორუფციული ინსტიტუტების გაძლიერება; საზოგადოების მიერ მდგრადი განვითარების მიზნების მონიტორინგი; საკანონმდებლო აქტების შემუშავება მოქალაქეთა ჩართულობითა და მონაცემთა ანალიზის საფუძველზე; სასამართლო გადაწყვეტილებების ერთიან ბაზაში გამოქვეყნება და საძიებო სისტემის შექმნა; შინაგან საქმეთა სამინისტროს გამჭვირვალობის გაზრდა.

სამოქმედო გეგმა საჯარო რესურსების უკეთესი მართვის გამოწვევას  პასუხობს − საჯარო ფინანსების ზედამხედველობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა;     სახელმწიფო საგრანტო დაფინანსების სისტემის გამჭვირვალობის გაზრდა; ელექტრონული ინოვაციები საჯარო შესყიდვების მეტი გამჭვირვალობისა და ეფექტიანობისთვის.

უსაფრთხო გარემოს შექმნის გამოწვევას ეხმიანება − საცხოვრისის პოლიტიკის დოკუმენტის და სამოქმედო გეგმის შემუშავება. კორპორატიული პასუხისმგებლობის გაუმჯობესების გამოწვევას სამოქმედო გეგმა შემდეგი ვალდებულებით პასუხობს − სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობის მქონე საწარმოების ღიაობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერება.

ღია მმართველობა საქართველოს 2016-2017 წლების გეგმის ერთ-ერთი ნოვაცია იყო მუნიციპალიტეტების ჩართულობა. პირველად ღია მმართველaობა საქართველოს სამოქმედო გეგმამ ცალკე, დამოუკიდებელ კომპონენტად მოიაზრა 5 მუნიციპალიტეტის ვალდებულებები. 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმა უკვე 11 მუნიციპალიტეტის ვალდებულებას ითვალისწინებს. მათ შორის -  გამჭვირვალე და კეთილსინდისიერი მმართველობის განმტკიცება მუნიციპალიტეტებში;    ღია მონაცემების შეგროვებისა და გამოქვეყნების პროცესის გაუმჯობესება ახალციხისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში;   ახალციხისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების  პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვანი ჩართულობისა და მონაწილეობის გაუმჯობესება;    ქალაქ ბათუმში საბიუჯეტო პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის გაუმჯობესება მონაწილეობითი ბიუჯეტირების ინსტიტუციური მექანიზმის დანერგვის გზით;    „შენი იდეა ზუგდიდის მერს"; ქალაქ ბათუმისა და რუსთავის მუნიციპალიტეტში ელექტრონული სერვისების დანერგვა და განვითარება; „I.Gov.ზუგდიდი"; სერვისების შეფასებისა და მოქალაქეთა კმაყოფილების დონის გაზომვის სისტემის დანერგვა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში.

საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელიც 2011 წელს „OGP"-ის შეუერთდა და უკვე რეალიზებული სამი სამოქმედო გეგმის შესაბამისად, არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა. 2014 წელს საქართველო „OGP"-ის მმართველო კომიტეტის წევრი გახდა, ხოლო 2016 წელს − თავმჯდომარე სახელმწიფო 2017-2018 წლების ვადით. როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ, საქართველომ 2018 წლის 17-19 ივლისს „OGP"-ის მეხუთე გლობალურ სამიტს უმასპინძლა.

 

(NS)



სოციალური ქსელები
კომენტარები



„იმდენი გიქნიათ, ჩამხრჩვალხართ ამ ნეხვში“ - ჯაფარიძე ვაშაძეს ხმას აღარ მისცემს
სააპელაციო სასამართლომ ფოტოგრაფების საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics