14:52 - 22 Nov, 2018
2018-11-08 20:45:58, 347 ნახვა
გია ვოლსკი: სოფელ ატოცში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მორიგ ბინძურ პროვოკაციას მიმართა

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ატოცში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერმა პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს შეურაცხყოფა მიაყენა. 

ვოლსკი მიიჩნევს, რომ საზოგადოება სწორად შეაფასებს შექმნილ ვითარებას.

„დღეს, ჩემს კოლეგა კობა კობალაძესთან და სხვა ვეტერან მეომრებთან ერთად, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს სოფელ ატოცში ვახლდი, სადაც საოკუპაციო ძალები კიდევ ერთ მონაკვეთზე ავლებენ გამყოფ ხაზს. ეს იმ დანაშაულებრივი შეცდომებისა და მოღალატეობრივი ქმედებების კიდევ ერთი გამოძახილია, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩაიდინა. მეტიც, სწორედ მათ გაწირეს სასიკვდილოდ მშვიდობიანი მოსახლეობა, რომელიც არ გამოიყვანეს საბრძოლო მოქმედებების ზონიდან. სამარცხვინო და უზნეო რეჟიმი, უტიფრად უარყოფდა რუსულ აგრესიას და პირადად გრიგოლ ვაშაძე გვიმტკიცებდა, რომ რუსეთი გაკვირვებულია დე-ფაქტო ხელისუფლების ქმედებებით. ეს არის შემაძრწუნებელი რეალობა და მოცემულობა, რომლის გადასაფარადაც, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მორიგ ბინძურ პროვოკაციას მიმართა - სააკაშვილის ყოფილმა თანამშრომელმა შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა ქალბატონ სალომეს. ქვეყნის ინტერესებთან დაკავშირებით, „ქართული ოცნება“ არასდროს გამოსულა ვიწროპარტიული ინტერესებიდან. ეს სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა. ვფიქრობ, საზოგადოება სწორად შეაფასებს შექმნილ ვითარებას და წინასაარჩევნო პერიოდში შესაბამის დასკვნებს გააკეთებს“, - განაცხადა ვოლსკიმ.



სოციალური ქსელები
კომენტარები



„იმდენი გიქნიათ, ჩამხრჩვალხართ ამ ნეხვში“ - ჯაფარიძე ვაშაძეს ხმას აღარ მისცემს
სააპელაციო სასამართლომ ფოტოგრაფების საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics