12:46 - 16 Jan, 2019
2018-11-08 17:56:35, 937 ნახვა
სალომე ზურაბიშვილი: პრეზიდენტი როგორც მთავარსარდალი, უნდა ზრუნავდეს საზღვარზე

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი გენერლებთან ერთად საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ატოცში ჩავიდა.

სალომე ზურაბიშვილი ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.

„ეს არის ის, რაც ამ ქვეყნის ყველაზე დიდი ტკვილია დღეს, რაზედაც უნდა იზრუნოს მომავალმა პრეზიდენტმა, რათა ეს საოკუპაციო ხაზი მოიშალოს. პირველ რიგში, უნდა ვიზრუნოთ იმ მოსახლეობის მდგომარეობაზე, რომელსაც არ შეუძლია მშვიდად იცხოვროს, არ აქვს პირობები, რათა მშვიდად იმუშაოს. პრეზიდენტი როგორც მთავარსარდალი, უნდა ზრუნავდეს საზღვარზე და ამ ადამიანების ყოველდღიურ ბედზე", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.



სოციალური ქსელები
კომენტარები



მცხეთის ჯვრის მონასტერი გაიხსნა
გურიის გარემოსდაცვითი პატრულირების განყოფილების ყოფილი უფროსი პასუხისგებაში მისცეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics