06:54 - 22 Mar, 2019
2018-11-08 17:30:56, 829 ნახვა
ციხელაშვილი: ყველა სტუდენტს, რომელიც გამყოფი ხაზების მახლობლად ცხოვრობს, სწავლას სახელმწიფო დაუფინანსებს

„ყველა სტუდენტს, რომელიც ცხოვრობს გამყოფი ხაზების მახლობლად სახელმწიფო დაუფინანსებს სწავლას. ბოლო 4 წლის განმავლობაში მათი რიცხვი 433-დან 1200-მდე გაიზარდა“, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სახელმწიფო მინისტრი ასევე გამოეხმაურა სოფელ ატოცში ე.წ. ბორდერიზაციას და აღნიშნა, რომ სახელმწიფო მავთულხლართების დასაშლელად ყველა ბერკეტი ამოქმედებული აქვს.

„მინდა გამოვეხმაურო ატოცში მიმდინარე  ე.წ. ბორდერიზაციის მცდელობას, მე გუშინ  გახლდით ჩასული ამ სოფელში. ადგილზე გავეცანი ვითარებას. დღეს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ პოზიციას, რომელიც აქვს სახელმწიფოს. ჩვენ არ ვაპირებთ მოძრავ მავთულხლართებს და ბუნებრივი ყველა ბერკეტი უკვე ამოქმედებულია და მომავალშიც გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ეს პროცესი შეჩერდეს და დაიშალოს ეს მავთულხლართები საქართველოს შუაგულში. მავთულხლართების ამ პოლიტიკას არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია. დღეს ჩვენი პარტნიორების მხრიდანაც გაკეთდა ძალიან ცალსახა შეფასებები. საქართველოში სტუმრად მყოფი ევროპულ საკითხებში ბრიტანეთის მინისტრი, ალან დუნკანი ეხმაურება მას და კიდევ ერთხელ ამბობს, რომ უნდა მოხდეს მავთულხლართების დემონტაჟი, რამდენადაც მთელი მსოფლიოსათვის მიუღებელია ხელოვნური ბარიკადები, რასაც რუსეთი 2008 წლიდან მოყოლებული აშენებს და ეს პოზიცია არის შეუვალი და ერთსულოვანი. გარდა შეფასებებისა ჩვენ ძალიან კონკრეტული ქმედებებითა და ნაბიჯებით ვუპირისპირდებით ამ პოლიტიკას. მე გუშინაც ვთქვი, რომ ჩვენი პასუხი არის მეტი განვითარება, მეტი პროგრესი. დღეს, მთავრობის სხდომაზე მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ყველა სტუდენტს, რომელიც ცხოვრობს გამყოფი ხაზების მახლობლად სახელმწიფო დაუფინანსებს სწავლას, უმაღლეს განათლებას. ეს ხორციელდება უკვე წლების განმავლობაში, სასიხარულო არის ის, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში, სტუდენტთა რაოდენობა 433-დან  1200-მდე გაიზარდა. განათლების სამინისტრომ ეს ბიუჯეტი გამოყო მომდევნო წლისთვისაც, რადგანაც ჩვენი ამოცანაა, რომ  ამ და სხვა ნაბიჯებით მოსახლეობას, არათუ დატოვოს, არამედ კიდევ უფრო  გამყარდეს ამ ტერიტორიაზე ურთიერთობა“, - ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა. 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პარლამენტში ანაკლიის პორტის საკითხი განიხილება - ExpressLive






ოზურგეთში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ცეცხლი გაუხსნეს - დაწყებულია გამოძიება
„ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics