15:37 - 22 Nov, 2018
2018-11-08 15:33:54, 361 ნახვა
ბახტაძე - ეკონომიკაში არანაირი ფუნდამენტური ფაქტორი არ არის იმისთვის, რომ ლარის დევალვაციას ვხედავდეთ

„არანაირი ფუნდამენტური ფაქტორი არ არის ეკონომიკაში იმისთვის, რომ ჩვენ ვხედავდეთ ლარის დევალვაციას“, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ  ლარის კურსთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

როგორც მან აღნიშნა, ამ საკითხზე ეროვნული ბანკის განმარტება საკმაოდ შინაარსიანი იყო და ობიექტურ რეალობას ეყრდნობოდა.

„არანაირი ფუნდამენტური ფაქტორი არ არის იმისთვის ეკონომიკაში, რომ ჩვენ ვხედავდეთ ლარის დევალვაციას, შესაბამისად, ბუნებრივია, უპასუხისმგებლო განცხადებებმა გარკვეული პოლიტიკოსების მხრიდან შეიძლება ამ ყველაფერს ხელი შეუწყო. ჩვენთვის მთავარი და კრიტიკულად მნიშვნელოვანი არის ორი ფაქტორი: ეს გახლავთ პირველ რიგში ინფლაცია, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ორიენტირი ჩვენთვის და მეორე - ეს არის დედოლარიზაციის სტრატეგია, ანუ ლარიზაციის ზრდა ეკონომიკაში. ჩვენი მოქალაქეებისთვის მტკივნეული არ უნდა იყოს სხვადასხვა გარე ფაქტორებიდან გამომდინარე კურსის ცვლილება. ჩვენ გვერგო ეს მემკვიდრეობით, რომ ქვეყანაში გვაქვს დოლარიზაციის ძალიან მაღალი დონე. დავიწყეთ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და იცით, რომ ლარიზაცია არის გაზრდილი 10%-ზე მეტით, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენთვის აუცილებელია, რომ ჩვენს ეკონომიკაში იყოს ლარიზაციის მაღალი დონე და ის რისკები, რომელიც მომდინარეობს დოლარიზაციის მაღალი დონიდან გამომდინარე, იყოს ერთხელ და საბოლოოდ დაბალანსებული. ამ კუთხით, ჩვენ კიდევ უფრო მეტ აგრესიულ ნაბიჯს გადავდგავთ“,- განაცხადა ბახტაძემ.



სოციალური ქსელები
კომენტარები



„იმდენი გიქნიათ, ჩამხრჩვალხართ ამ ნეხვში“ - ჯაფარიძე ვაშაძეს ხმას აღარ მისცემს
სააპელაციო სასამართლომ ფოტოგრაფების საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics