15:36 - 22 Nov, 2018
2018-11-08 14:53:58, 415 ნახვა
სერ ალან დანკანი: მოვუწოდებ რუსეთს, მავთულხლართების დემონტაჟი მოახდინოს - ბრიტანეთი საქართველოს მხარს უჭერს

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრის ევროპის და ამერიკის საკითხებში, სერ ალან დანკანის განცხადებით, ბრიტანეთი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს. 

როგორც დანკანმა საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული უკანონო ქმედებები უნდა შეწყდეს. 

„გაერთიანებული სამეფო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და მის უსაფრთხოებას. შემაშფოთებელი და სრულიად მიუღებელია ბოლო დღეებში განახლებული ქმედებები იმ გამყოფი ხაზის გასწვრივ, რომელიც აღნიშნავს რუსეთის არალეგალურ ყოფნას. ეს ქმედებები უნდა შეწყდეს. მოვუწოდებ რუსეთს, მოახდინოს მავთულხლართების დემონტაჟი. ჩვენი საქციების რეჟიმი ევროკავშირის კოლექტიური მზადების პროცესშია, რადგან ევროკავშირი დავტოვეთ, შეგვეძლება საკუთარი სანქციების რეჟიმი ავამოქმედოთ მას შემდეგ რაც კანონს მივიღებთ", - განაცხადა სერ ალან დანკანმა. 



სოციალური ქსელები
კომენტარები



„იმდენი გიქნიათ, ჩამხრჩვალხართ ამ ნეხვში“ - ჯაფარიძე ვაშაძეს ხმას აღარ მისცემს
სააპელაციო სასამართლომ ფოტოგრაფების საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics