06:50 - 22 Mar, 2019
2018-11-07 17:35:44, 1877 ნახვა
საუდის არაბეთში ჟურნალისტი მოკლეს

საუდის არაბეთში თურქი ჟურნალისტი ბინ აბდულ აზიზ ალ-ჯასერი მოკლეს, - ამის შესახებ Tasnim იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ჟურნალისტი მარტში დააკავეს. წყაროს თქმით, ალ-ჯასერს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აწამებდნენ, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.

მედიის ცნობით, ალ ჯასერი Twitter-ზე ჩინოვნიკების და სამეფო ოჯახის წევრების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტების შესახებ წერდა. ის არაბმა ჯაშუშებმა დუბაიში, Twitter-ის ოფისში დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი ფაქტი თურქეთშიც მოხდა, კერძოდ კი, საუდის არაბეთის საკონსულოში. კერძოდ,  2 ოქტომბერს არაბი ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი სტამბოლში საუდის არაბეთის გენერალურ საკონსულოში მივიდა, მას შემდეგ, რაც საკონსულოს თანამშრომლები მას ტელეფონით დაუკავშირდნენ და გარკვეული დოკუმენტების ხელმოწერის მიზნით საკონსულოში მისვლა სთხოვეს. ამის შემდეგ მისი კვალი იკარგება. ჟურნალისტის ცოლი ამბობს, რომ ის ქმარს საკონსულოსთან ელოდა, თუმცა ის შენობიდან აღარ გამოსულა. ჟურნალისტი ერ-რიადის მიმართ კრიტიკული განცხადებებით არის ცნობილი. 2017 წელს მან სამშობლო დატოვა და საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა. 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პარლამენტში ანაკლიის პორტის საკითხი განიხილება - ExpressLive






ოზურგეთში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ცეცხლი გაუხსნეს - დაწყებულია გამოძიება
„ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics