06:29 - 22 Mar, 2019
2018-11-07 10:21:41, 1947 ნახვა
აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა „დემოკრატებმა“ მოიპოვეს, სენატს ისევ „რესპუბლიკელები“ აკონტროლებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში შუალედური არჩევნები ჩატარდა, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, “დემოკრატიულმა პარტიამ” ამერიკის წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა მოიპოვა, რესპუბლიკელებმა კი, უმრავლესობა სენატში შეინარჩუნეს. 

მედიის ცნობით, "რესპუბლიკურმა პარტიამ" გამარჯვება ინდიანასა და ჩრდილოეთ დაკოტაში, აგრეთვე ტენესისა და ტეხასის შტატებში მოიპოვეს. აღნიშნული შტატების შედეგები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ხსენებულ შტატებში რესპუბლიკელმა კანდიდატმა დონალდ ტრამპმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. 

ცნობისთვის, ამჟამად აშშ-ის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატას რესპუბლიკელები აკონტროლორებენ. იმისთვის, რომ დემოკრატიულმა პარტიამ ეს სურათი შეცვალოს, შუალედურ არჩევნებში 435-მანდატიან კონგრესში, სენატის 51 სავარძელი და წარმომადგენელთა პალატის 218 ადგილი უნდა მოიპოვოს.

არჩევნების შედეგებს თეთრი სახლის ლიდერი უკვე გამოეხმაურა. მან რესპუბლიკური პარტიის მიღწევები დადებითად შეაფასა.

"უდიდესი წარმატებაა. მადლობა ყველას", - დაწერა ტრამპმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე. 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პარლამენტში ანაკლიის პორტის საკითხი განიხილება - ExpressLive






ოზურგეთში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ცეცხლი გაუხსნეს - დაწყებულია გამოძიება
„ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics