14:51 - 22 Nov, 2018
2018-11-06 14:24:34, 1465 ნახვა
პროკურორი: ფარცხალაძის მიერ ჩადენილი დანაშაული ნაკლებად მძიმე კატეგორიის არის, ამიტომ გირაო დაეკისრა

„იქიდან გამომდინარე, რომ ხსენებული ქმედება განეკუთვნება დანაშაულის ნაკლებად მძიმე კატეგორიას, ოთარ ფარცხალაძეს და მიხეილ ჩოხელს აღკვეთის ღონისძიების სახედ განესაზღვრათ 5000 - 5000 ლარის ოდენობით გირაო“, - ამის შესახებ პროკურორმა ემზარ გაგნიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 20 დეკემბერს არის ჩანიშნული.

„ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძესა და მიხეილ ჩოხელს წარედგინათ ბრალდებები სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, რაც ცემას გულისხმობს. აღნიშნული საქმე შეეხება 2017 წლის 13 მაისს ღამის კლუბ „ელ - ცენტროში“ მომხდარ ინცინდენტს, რა დროსაც ოთარ ფარცხალაძემ და მიხეილ ჩოხელმა სცემეს ლაშა თორდიას. ჩატარებული სასამართლო სამედიცინო ექსპეტრტიზის დასკვნის თანახმად, ცემის შედეგად ლაშა თორდიამ მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება. აქედან გამომდინარე, პროკურატურის მიერ ლაშა თორდია დაზარალებულად იქნა ცნობილი და არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, იქიდან გამომდინარე, რომ ხსენებული ქმედება განეკუთვნება დანაშაულის ნაკლებად მძიმე კატეგორიას, ოთარ ფარცხალაძეს და მიხეილ ჩოხელს აღკვეთის ღონისძიების სახედ განესაზღვრათ 5000 - 5000 ლარის ოდენობით გირაო. მინდა მოგახსენოთ, რომ ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა ჩანიშნულია 2018 წლის 20 დეკემბერს“, - განაცხადა ემზარ გაგნიძემ.



სოციალური ქსელები
კომენტარები



„იმდენი გიქნიათ, ჩამხრჩვალხართ ამ ნეხვში“ - ჯაფარიძე ვაშაძეს ხმას აღარ მისცემს
სააპელაციო სასამართლომ ფოტოგრაფების საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics