06:31 - 22 Mar, 2019
2018-10-22 11:02:09, 2828 ნახვა
რუსთავში აფეთქებისას დაშავებული 2 მოზარდის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა

რუსთავში, მე-19-ე მიკრო რაიონში ჟანგბადის ბალონის აფეთქების შედეგად დაშავებულებიდან, 6 ამ დრომდე კლინიკა ,,რუსთავში“ რჩება. ორი პაციენტი კი, 9 წლამდე ასაკის გოგონა და 14 წლის ბიჭი თბილისში, სპეციალიზირებულ კლინიკებში არიან გადაყვანილი.

როგორც დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ზაზა ბოხუამ ჟურნალისტებს განუცხადა,დაშავებულები მედიკოსების დაკვირვების ქვეშ რჩებიან.

„ჩვენ მოთავსებული გვყავდა კლინიკა „რუსთავში“ პაციენტები. შემდეგ უკვე მეორე კლინიკა ჩავრთეთ, ეს არის რუსთავის ცენტრალური კლინიკა. გამომიდიანრე აქედან, ამ წუთას 2 პაციენტი იმყოფება ცენტრალურ კლინიკაში. 6 პაციენტი კი კლინიკა „რუსთავში“ იმყოფება. ყველა ამ პაციენტების მდგომარეობა არის სტაბილური. 4 პაციენტი უკვე გაეწერა დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში. 2 პაციენტი გვყავს გადმოყვანილი თბილისში. ერთი, რომელიც იმყოფება ამ კლინაკაში, რომლის მდგომარეობა მძიმედ სტაბიულურია. მეორე პაციენტი გვყავს იაშვილის სახელობის კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, რომელსაც ქუსლის ტრავმული დაზიანება აღენიშნება. მას გვიან ღამით ჩაუტარდა ოპერაცია“, - განაცხადა ზაზა ბოხუამ.

შეგახსენებთ, რომ რუსთავში, მე-19 მიკრორაიონის მე-14 კორპუსის ეზოში, ავტოფარეხების დემონტაჟის დროს სავარაუდოდ ჟანგბადის ბალონი აფეთქდა. აფეთქების შედეგად, დაშავდა 14 ადამიანი, მათ შორის, 5 არასრულწლოვანი. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები, მოხდა პერიმეტრის შემოსაზღვრა და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პარლამენტში ანაკლიის პორტის საკითხი განიხილება - ExpressLive






ოზურგეთში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ცეცხლი გაუხსნეს - დაწყებულია გამოძიება
„ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics