06:32 - 22 Mar, 2019
2018-10-21 13:30:38, 2084 ნახვა
პოლიციამ სამეგრელოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1964 წელს დაბადებული გ.გ. და 1976 წელს დაბადებული ვ.ხ. დააკავეს.
ჩადენილი დანაშაული  8-დან 20  წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა, ორივე ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება "სუბოქსინის" 66 აბი, რაზეც დანიშნულია ექსპერტიზა.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პარლამენტში ანაკლიის პორტის საკითხი განიხილება - ExpressLive






ოზურგეთში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ცეცხლი გაუხსნეს - დაწყებულია გამოძიება
„ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics