06:28 - 22 Mar, 2019
2018-10-21 12:35:19, 1678 ნახვა
თბილისში გამოძალვის და ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა 1988 წელს 
დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გ.გ. დააკავეს.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მას ბრალი ედება დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვასა და ძალადობაში. 
"დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.გ. მიმდინარე წლის 10 სექტემბერს ერთ-ერთ 
მოქალაქეს, 1983 წელს დაბადებულ ლ.კ.-ს შეხვდა. მან ლ.კ.-ს, ყოფილი 
ბიზნესპარტნიორისთვის ვალის დაბრუნების მოტივით, თვითნებურად განსაზღვრული 
თანხის - 70 000 ლარის გადახდა მოსთხოვა. ფულის გადაუხდელობის შემთხვევაში 
კი მისი და მისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის 
გამოყენებით დაემუქრა.


აღნიშნული შეხვედრიდან ერთი თვის შემდეგ, 11 ოქტომბერს, გ.გ. კვლავ შეხვდა 
ლ.კ.-ს, რა დროსაც მას, თანხის გადაუხდელობის გამო, ფიზიკური შეურაცხყოფა 
მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.


სამართალდამცველებმა მოძალადე გამომძალველი მომხდარიდან რამდენიმე დღეში, 
მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისის ზღვის უბნის დასახლებაში 
დააკავეს.


გამოძიება ორჯერ ან მეტჯერ ნასამართლევი პირის მიერ დიდი ოდენობით ქონების 
მიღების მიზნით გამოძალვისა და ძალადობის ფაქტებზე, სსკ-ს 126-ე მუხლის 
1-ლი ნაწილით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის 
„ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს",-აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პარლამენტში ანაკლიის პორტის საკითხი განიხილება - ExpressLive






ოზურგეთში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ცეცხლი გაუხსნეს - დაწყებულია გამოძიება
„ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics