15:38 - 22 Nov, 2018
2018-10-20 14:53:26, 544 ნახვა
შსს - იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი განყოფილებაში საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად გადავიყვანეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციამ „გირჩის“ ლიდერები - იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი განყოფილებაში „საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად“ გადაიყვანა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, საქმე ეხება მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას.

 „როგორც იცით აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სამინისტროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე პრიმა მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით უკვე დაწყებული აქვს, რაც მცენარე კანაფის ან მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვას და გასაღებას გულისხმობს. პოლიციამ იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა“, - განაცხადეს შსს-ში.

„გირჩის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ხვიჩია და მეგრელიშვილი ამ დროისთვის თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში იმყოფებიან.

ბაღში ამ დროისთვის ათობით ადამიანია შეკრებილი. პოლიციამ ბაღის გარშემო ცოცხალი კორდონი აღმართა. ჯერჯერობით მოქალაქეებს ბაღში შესვლა-გამოსვლა თავისუფლად შეუძლიათ.

„კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალი“ 16:20 საათზეა დაგეგმილი.



სოციალური ქსელები
კომენტარები



„იმდენი გიქნიათ, ჩამხრჩვალხართ ამ ნეხვში“ - ჯაფარიძე ვაშაძეს ხმას აღარ მისცემს
სააპელაციო სასამართლომ ფოტოგრაფების საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics