22:44 - 26 Mar, 2019
2018-10-19 20:42:25, 2803 ნახვა
„საქართველო და იტალია მეგობრობის ისტორია“ - გამოფენა ეროვნული არქივის პავილიონში

საქართველოსა და იტალიის ურთიერთობების შესახებ საარქივო დოკუმენტებისა და ფოტოების გამოფენა სახელწოდებით - „საქართველო და იტალია მეგობრობის ისტორია" იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში  დღეს გაიხსნა.

ექსპოზიცია გახსნეს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიხეილ სარჯველაძემ,  იტალიის ელჩმა საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ და ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა.

გამოფენის ორგანიზატორები არიან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი, იტალიის საელჩო საქართველოში და იტალიის კვლევების საბჭო (CNR). გამოფენის კურატორია იტალიის კვლევების საბჭოს წარმომადგენელი მასიმო კულტრარო.

საქართველოსა და იტალიას შორის ურთიერთობის ამსახველ გამოფენაზე წარმოდგენილია ორი ქვეყნის მეგობრობის დამადასტურებელი  დოკუმენტები, წერილები და ფოტომასალა, XVII საუკუნიდან დღემდე. მათ შორისაა: იტალიაში, რომის არმიის არქივში დაცული კავკასიის რუკა (1919 წელი); ქრისტოფოტო კასტელის ჩანახატები და ხელნაწერები (1626 წელი); იტალიელ მხატვარ კორადინის ესკიზები პირველი ქართული თეატრალური სპექტაკლისათვის „გაყრა"; იტალიელი მომღერლების საქართველოში მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტები (1870-იანი წლები); მეორე მსოფლიო ომის დროს იტალიაში მცხოვრები ქართველი პარტიზანების ფოტოები; საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში ორი ქვეყნის ურთიერთობების ამსახველი მასალა და სხვ.

ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში გამოფენა 19 ნოემბრამდე გაგრძელდება.  დათვალიერება თავისუფალია.

 

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით, 3 პირი დააკავეს






სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები დაიშვება მშობლის თანხმობით, ხოლო სასულიერო პირებს შეეძლებათ ჩაერთონ - კილაძე
ირანში სტიქიას ებრძვიან - წყალდიდობამ 18 ადამიანი იმსხვერპლა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics