22:45 - 26 Mar, 2019
2018-10-19 17:02:56, 3821 ნახვა
ჯასტინ ბიბერის საიდუმლო ქორწინება

24 წლის პოპ ვარსკვლავმა ჯასტინ ბიბერმა თავის შეყვარებულზე, 21 წლის მოდელზე ჰეილი ბოლდუინზე დაქორწინდა. ქორწილი პრესისთვის გასაიდუმლოებულ ადგილას 18 ოქტომბერს გაიმართა.

ერთი დღით ადრე (17 ოქტომბერს) ახალგაზრდები ბევერლი-ჰილსზე მდებარე ერთ-ერთ ეკლესიაში შეამჩნიეს.

"მივედი მათთან და ვკითხე: არ მინდა მოვლენებს გავასწრო, მაგრამ დაქორწინდით? ერთხმად მიპასუხეს-"კი", - წერს სოც.ქსელში მომღერლის ერთ-ერთი თაყვანისმცემელი. 

სოციალურ ქსელებში წყვილის ერთობლივი სურათები გაჩნდა, საიდანაც ირკვევა, რომ ახალგაზრდებმა საერთო სახლი შეარჩიეს. ამის მიუხედავად ოფიციალური განცხადება ქორწილთან დაკავშირებით არც ერთს ჯერჯერობით არ გაუკეთებია. 

ჯასტინ ბიბერის კარიერა 2008 წელს დაიწყო, მან 4 ალბომი ჩაწერა და რამდენიმე მსოფლიო ტურნე მოაწყო. აქამდე ის საკუთარ კოლეგას, მომღერალს სელენა გომესს ხვდებოდა. ბიბერის ცოლი, ტოპ-მოდელი ჰეილი ბოლდუინი, მსახიობ სტივენ ბოლდუინის უმცროსი ქალიშვილია.



 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით, 3 პირი დააკავეს






სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები დაიშვება მშობლის თანხმობით, ხოლო სასულიერო პირებს შეეძლებათ ჩაერთონ - კილაძე
ირანში სტიქიას ებრძვიან - წყალდიდობამ 18 ადამიანი იმსხვერპლა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics