01:29 - 18 Jan, 2019
2018-10-16 19:21:16, 1386 ნახვა
როგორ შევარჩიოთ სმარტფონი მოზარდისთვის

ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც უკვე ვერ წარმოგვიდგენია ჩვენი თავი მუდმივი კავშირის გარეშე. კარგია ეს, თუ ცუდი - მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ შევთანხმდეთ, რომ მობილური კავშირგაბმულობა ყოველდღიურ ცხოვრებას ძალიან გვიმარტივებს.

მობილურმა ტელეფონებმა და შემდეგ სმარტფონებმა ჩვენს ყოფაში 2000-იანებში შემოაღწიეს და თავის პოზიციებს დღესაც არ თმობენ - პირიქით, მათი შესაძლებლობები სულ უფრო და უფრო იზრდება, ფუნქციები და დიზაინი იხვეწება, თვითსწავლებადი ხელოვნური ინტელექტის მქონე მოდელები ჩნდება. მთელ ამ მრავალფეროვნებაში როგორც წესი ახალგაზრდები, უფრო მოზარდები და სკოლის ასაკის ბავშვები საკუთარ მშობლებზე კარგად ერკვევიან და ეს სულაც არ არის გასაკვირი. იმ ინფორმაციას, რომელსაც მშობლების თაობა გაზეთებიდან და ტელევიზიიდან ღებულობდა, ახალი (ახალგაზრდა) თაობა ინტერნეტიდან იღებს, ამისთვის კი შესატყვისი ინსტრუმენტია საჭირო, სწორედ აქ ჰპოვა სმარტფონმა საკუთარი ნიშა.

სიკეთეები, რომელიც ტექნიკურმა პროგრესმა მოგვიტანა ასე, თუ ისე განვიხილეთ, ახლა შევეხოთ მინუსებსაც:

გამოსხივება - პირველ რიგში სმარტფონი, როგორც ნებისმიერი ელექტრონული მოწყობილობა რადიო და მობილური(3G,4G) ტალღების მიმღები მოწყობილობაა. მეცნიერები დღესაც იკვლევენ იმ ზიანის მოცულობას, რომელიც შეიძლება სმარტფონის მუდმივმა ტარებამ გამოიწვიოს. მასაჩუსეტსის კვლევითი უნივერსიტეტის მეცნიერების აზრით, სმარტფონის მუშაობისთვის საჭირო გამოსხივება უმნიშვნელოა და ადამიანის ორგანიზმზე ზეგავლენას არ ახდენს, მეტი დაცულობისთვის მეცნიერები "ბლუთუზის" ფუნქციის რაც შეიძლება იშვიათად გამოყენებას გვირჩევენ.

სტატუსის საკითხი - მოზარდებისთვის , საკუთარ წრეში სტატუსის საკითხი ძალიან მტკივნეული და ანგარიშგასაწევი ფაქტორია. "ჩემს მეგობარს ეს ტელეფონი აქვს და მეც ეს მინდა"-ეს ის ფრაზაა, რომელიც მშობლებს ხშირად ესმით. ეს სამწუხარო რეალობაა და თქვენ მოგიწევთ შეეგუოთ იმ აზრს, რომ თქვენი შვილისთვის ხშირ შემთხვევაში მისი ტოლი მეგობრების აზრი ბევრად უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდება, ვიდრე თქვენი. ამის მიუხედავად, საჩუქრის (და ეს ნებისმიერ შემთხვევაში საჩუქარია, რომელსაც თქვენ ბავშვს უკეთებთ), ფინანსური ჩარჩოები წინასწარ უნდა იქნას გათვალისწინებული, ანუ გასაგებია, რომ არც ერთი მოზარდი ბოლო თაობის Apple-ს სმარტფონზე უარს არ იტყვის, მაგრამ 3 ან 4 ათასი ლარის დახარჯვა არც თუ ისე ბევრ ოჯახს შეუძლია, შესაბამისად სმარტფონის მაქსიმალური საფასური წინასწარ უნდა იქნას განსაზღვრული. უკეთესი იქნება, თუ მოზარდი მის მიერ წინასწარ დაგროვებულ, თანხის თუნდაც უმნიშვნელო ნაწილს გადაიხდის.

ფუნქციონალი - გაგიკვირდებათ, მაგრამ სმარტფონების უმეტესობას თითქმის ერთნაირი შესაძლებლობები აქვთ, ხოლო ფასებს შორის სხვაობა ბევრისთვის უმნიშვნელო განსხვავებებშია. ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ სმარტფონში ეკრანია - სწორედ მას ვაქცევთ ყურადღებას პირველ რიგში. ეცადეთ უპირატესობა იმ მოდელებს მიანიჭოთ, რომლებსაც ეკრანის ზომა 5 ინჩზე მეტი აქვს, ხოლო გაფართოება FULL HD ან QUAD HD, რადგან ასეთ ეკრანზე წვრილი ტექსტის კითხვა ბევრად უფრო მოსახერხებელი და კომფორტული იქნება. აგრეთვე გაითვალისწინეთ მოწყობილობის ზომაც, სმარტფონი ბავშვის ხელში კომფორტულად უნდა "ჯდებოდეს" , ამისთვის დახლზე მყოფი მოდელი ჩართეთ და მოზარდს მიეცით, დააკვირდით ეკრანის ყველაზე მაღალ და დაბალ წერტილს "მუშა" ხელის ცერა თითით თუ წვდება. თუ ბავშვი უპრობლემოდ ასრულებს ამ მოძრაობას, ჩათვალეთ, რომ ხელიდან ტელეფონის შემთხვევით გავარდნის პროცენტი ბევრად უფრო დაბალია. ყიდვისას უპირატესობა იმ მოდელს მიანიჭეთ, რომელსაც მინიმუმ  2 გეგაბაიტზე მეტი ოპერატიული და 60 გეგაბაიტზე მეტი შიდა მეხსიერება გააჩნია, ეს ფაქტორი სმარტფონის მუშაობაზე ისახება. თითქმის ყველა დანარჩენი ფუნქცია უმნიშვნელოდ განსხვავდება ერთმანეთისგან, გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო ცნობილია მოწყობილობის ბრენდი, მით უფრო ძვირია პროდუქტი, რადგანაც რეკლამის თანხა მის საბოლოო ღირებულებაში უკვე დევს.

არ გირჩევთ მოწყობილობის შეძენას ისეთ მაღაზიაში, რომელსაც მწარმოებლის გარანტია და მომწოდებლის მიერ გაცემული ხარისხის ლიცენზია არ ექნება! გაითვალისწინეთ, რომ გარანტიის პირობები ერთ მაღაზიაში სხვადასხვა მოდელებზე შეიძლება კარდინალურად განსხვავდებოდეს.

ჩვენ შევადგინეთ სმარტფონების რეიტინგი, რომელიც დაგეხმარებათ შეარჩიოთ ხარისხიანი სმარტფონი მოზარდისთვის საუკეთესო ფასად (ფასები მოცემულია საქართველოში არსებული ტექნიკის სხვადასხვა მაღაზიებში არსებულ ფასებზე დაკვირვებით) :

Xiaomi Mi A2 Lite (480-550ლარამდე)

Samsung Galaxy J7 Prime 2 (570-650ლარამდე)

Sony Xperia XA1 (650-700ლარამდე)

Vivo V11i (ფასი 850-1000ლარამდე)

Huawei Mate 20 Lite (ფასი 1100-1250 ლარამდე)

Samsung Galaxy A8+ 2018 (ფასი 1150-1400ლარამდე)

Samsung G955FD Galaxy S8+ (ფასი 1550-2000ლარამდე)

Apple IPhone 8 Plus (2300-2500ლარამდე)

*მოცემული სტატია არ გახლავთ სარეკლამო ხასიათის და მიზნად არ ისახავს რომელიმე მწარმოებლის, მაღაზიის პოპულარიზაციას ან რეკლამას!



სოციალური ქსელები
კომენტარები



კორპუსი, რომელიც აფეთქება მოხდა, ექსპლუატაციაში შესული არ იყო
ამირან გამყრელიძე - ქვეყანაში წითელას ეპიდაფეთქებაა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics