15:26 - 18 Dec, 2018
2018-10-16 18:57:24, 711 ნახვა
„არის მძიმე ემოციურ მდგომარეობაში“ - ომბუდსმენმა მირზა სუბელიანი მოინახულა

პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მოინახულა.

როგორც ლომჯარიამ სასჯელაღსრულების დაწესებუელბის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მირზა სუბელიანი მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იმყოფება. ომბუდსმენის თქმით, სუბელიანმა გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით რაიმე ტიპის კომენტარის გაკეთება არ ისურვა. 

„ჩანაწერებთან დაკავშირებით მას კომენტარის გაკეთება არ სურს. ძირითადად საუბრობს ხორავას ქუჩის საქმეზე და იმაზე რომ ის ძალიან განიცდის მომხდარს და თანაუგრძნობს ოჯახებს. რაც შეეხება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჩვენ გადავამოწმეთ და ის უკვე ჩართო ციხის ადმინისტრაციამ სუიციდის პრევენციის პროგრამაში, მის მიმართ ხორციელდება მეთვალყურეობა, არის დაცვა უზრუნველყოფილი და ვადასტურებ, რომ არის მძიმე ემოციურ მდგომარეობაში. როდესაც ვსვამდი შეკითხებს ჩანაწერებთან დაკავშირებით, მას არ ჰქონდა სურვილი, რაიმე ტიპის კონკრეტული ინფორმაცია ან კომენტარი გაეკეთებინა ამ საკითხთან დაკავშირებით. ის აცხადებს, რომ გამოძიება დაადგენს ყველაფერს და გამოძიება უნდა წარიმართოს ამ ფაქტებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. 



სოციალური ქსელები
კომენტარები



დაწესებულებები, რომლებიც 4 დღეში თამბაქოს კონტროლის კანონის დარღვევის გამო დაჯარიმდნენ - ღამის საათებში რეიდები ტარდება
შსს-მ მედიაში გავრცელებული ვიდეო კადრების საფუძველზე გამოძიება დაიწყო

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics