15:30 - 22 Nov, 2018
2018-10-14 13:38:53, 1102 ნახვა
ტყუილია, განცხადებები, რომ ვინმეს შეიძლება უპირებდეს პატრიარქს გადაყენებას

თეოლოგების ნაწილის პროგნოზი, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე ზეწოლის შედეგად გადადგება,  ტყუილია.
საკითხთან დაკავშირებით, მეუფეების ნაწილი კომენტარს საერთოდ არ აკეთებს. პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე კი, ამ ვარაუდს, აბსურდს უწოდებს.

„ტყუილია და არ შეიძლება ასეთი ინფორმაციის გავრცელება. საქართველოს პატრიარქს აქვს უდიდესი დამსახურება, არა მარტო საქართველოს ეკლესიის, არამედ მთელი მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე და ამ პიროვნებას აქვს უდიდესი ავტორიტეტი მთელ მსოფლიოში. აბსოლუტურად წარმოუდგენელია და დაუშვებელია ასეთი ყოველგვარ საეკლესიო კანონმდებლობას, ყოველგვარ კანონიკურ ნორმებს მოკლებული განცხადებები, რომ ვინმეს შეიძლება უპირებდეს პატრიარქს გადაყენებას. ეს არის წარმოუდგენელი. ამაზე კითხვასაც როცა სვამთ, კითხვის დასმაც კი არ შეიძლება,“ - განაცხადა პროტოპრესვიტერმა, გიორგი ზვიადაძემ.
„საქართველოს საპატრიარქოს ადმინისტრაციაში სერიოზულად მსჯელობენ კათოლიკოს-პატრიარქის თანამდებობიდან გადადგომის (გადაყენების) საკითხზე“, - ამის შესახებ ინფორმაციას თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი ავრცელებს.

 როგორც თეოლოგმა GMTV-ის განუცხადა, აღნიშნულ ინფორმაციას შორენა თეთრუაშვილი და პატრიარქის მოსაყდრეც ფლობს.

საპატრიარქოდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ტიგაშვილი განმარტავს, რომ ეს მეუფე შიოს პატრიარქად კურთხევის ერთადერთი გზაა და გადაწყვეტილებაც, სწორედ ამას უკავშირდება.

ამასთან, თეოლოგი საპატრიარქოს თანამშრომლებს და სამღვდელო დასს მოუწოდებს, პატრიარქზე ზეწოლა არ დაუშვან.



სოციალური ქსელები
კომენტარები



„იმდენი გიქნიათ, ჩამხრჩვალხართ ამ ნეხვში“ - ჯაფარიძე ვაშაძეს ხმას აღარ მისცემს
სააპელაციო სასამართლომ ფოტოგრაფების საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics