00:49 - 23 Oct, 2018
2018-10-11 17:07:07, 151 ნახვა
ლევან დავითაშვილი USAID-ის დირექტორს, პეტერ ვიბლერს და სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დირექტორს, პეტერ ვიბლერს და სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ლევან დავითაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დირექტორს მადლობა გადაუხადა აგრარული დარგის განვითარებაში მხარდაჭერისთვის.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, კონსოლიდირებული სამინისტროს ფარგლებში, აქტიურად გაგრძელდება თანამშრომლობა აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულების პროექტებზე. ლევან დავითაშვილმა ყურადღება ერთიანი მენეჯმენტის ქვეშ პროექტების სწრაფი და ეფექტიანი განხორციელების შესაძლებლობაზე გაამახვილა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო კოოპერაციული მეურნეობების განვითარებისა და სატყეო სექტორში გატარებული რეფორმის საკითხებს, ასევე, ნარჩენებისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის კუთხით ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.

შეხვედრაზე პეტერ ვიბლერმა სოფლის მეურნეობის დარგში განხორციელებულ პროექტებს წარმატებული უწოდა და აღნიშნა, რომ USAID მომავალში კვლავ განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი მიმართულებებით.

შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ესწრებოდა.

 

(NS)



სოციალური ქსელები
კომენტარები



საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი
სიძულვილის ენა წინასაარჩევნო დისკურსში - MDF კვლევას აქვეყნებს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics