01:12 - 23 Oct, 2018
2018-10-11 16:42:21, 520 ნახვა
ვლადიმერ პუტინი: რუსეთი სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპს იცავს

კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინინს განცხადებით, საგარეო პოლიტიკაში რუსეთი სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპს იცავს, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.

პუტინის მტკიცებით, რუსეთი მშვიდობისმოყვარული პოლიტიკის მომხრეა.

"რუსეთი თანმიმდევრულად ატარებს საპასუხისმგებლო საგარეო პოლიტიკურ კურსს. რუსეთი, როგორც გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრი, ორგანიზაციის წესდებაში გაწერილ ძირითად პრინციპებს იცავს: ქვეყნების სუვერენიტეტსა და თანასწორობას,ასევე მათ შიდა საქმეებში ჩაურევლობას. ჩვენ კატეგორულად არ ვემხრობით, საერშაშორისო ნორმების გვერდის ავლით, პოლიტიკურად მოტივირებული პროტექციული ზომების და დიქტატორული ძალების გამოყენებას", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მისივე თქმით, რუსეთის მთავარ ეროვნულ ინტერესს მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება წარმოადგენს.



სოციალური ქსელები
კომენტარები



საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი
სიძულვილის ენა წინასაარჩევნო დისკურსში - MDF კვლევას აქვეყნებს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics