00:48 - 23 Oct, 2018
2018-10-11 15:27:55, 511 ნახვა
ნიკოლ ფაშინიანი თანამდებობიდან 16 ოქტომბრამდე გადადგება

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 16 ოქტომბრამდე გადადგება, - ამის შესახებ ფაშინიანმა France24-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ეს საჭიროა იმისათვის, რომ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს. მისივე მტკიცებით, ვადამდელი არჩევნები სომხეთში დეკემბრის დასაწყისში გაიმართება. ფაშიანინს სურს, საპარლამენტო ფრაქციებმა პრემიერის თანამდებობაზე არც ერთი კანდიდატი არ წარადგინონ, ვინიდან, თუ კანდიდატი ზედიზედ ორჯერ არ დასახელდება, პარლამენტი ავტომატურად დათხოვნილი იქნება და ახალი არჩევნების ჩატარება გახდება საჭირო.

„წინასწარ შემიძლია გითხრათ, რომ ვადამდელი არჩევნები სომხეთში 9-10 დეკემბერს გაიმართება. მანამდე კი უნდა დავტოვო თანამდებობა და ეს 16 ოქტომბრამდე უნდა გავაკეთო”, – აღნიშნა ფაშინიანმა.

შეგახსენებთ, მასშტაბური ანტისამთავრობო აქციების შემდეგ, 8 ივნისს ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრად აირჩიეს.



სოციალური ქსელები
კომენტარები



საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი
სიძულვილის ენა წინასაარჩევნო დისკურსში - MDF კვლევას აქვეყნებს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics