2018-10-11 15:17:40, 1499 ნახვა
უკრაინელმა მესაზღვრეებმა ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს
![]() უკრაინელმა მესაზღვრეებმა ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, პირი „შავი ზღვის საზღვაო პორტის“ საერთაშორისო გამშვებ პუნქტში, საქართველოდან ჩამოსული რეისის მგზავრების გაფორმებისას დააკავეს. ამასთან, სასაზღვრო სამსახური საქართველოს მოქალაქის ვინაობას არ ასახელებს. "სამართალდამცველებმა ერთ-ერთი მგზავრის ნერვიულობას მიაქციეს ყურადღება და გადაწყვიტეს, მის მიმართ უფრო საფუძვლიანი კონტროლი ჩაეტარებინათ. მისი საბუთების დეტალური შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ საქართველოს 48 წლის მოქალაქე კრიმინალური ავტორიტეტია და 28 წელი პატიმრობაში აქვს გატარებული“, - ნათქვამია განცხადებაში. საქართველოს მოქალაქეს საზღვრის გადაკვეთაში უარი ეთქვა და უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალა.
|
![]() ![]() სებ-ი „თიბისი ბანკს“ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გადაყენებისთვის 2-თვიან ვადას აძლევს
მთავარი თემა
მომსახურების გაუარესების და ტარიფის ზრდის გამო ჯეოსელი აბონენტებს კარგავს
ინტერვიუ - ექსკლუზივი
![]() ![]() წლის ფოტო - გია ყანჩელი და რობერტ სტურუა ერთ პალატაში
![]() შსს-მ თბილისში ქურდობის მცდელობის ფაქტზე სამი პირი დააკავა
|