21:41 - 16 Feb, 2019
2018-10-11 14:20:45, 1135 ნახვა
უგულავა - „ქართული ოცნების“ აქტივისტები ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიას ტოვებენ და „ევროპულ საქართველოს“ უერთდებიან

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, „ქართული ოცნების“ აქტივისტები, კოორდინატორები და ზონის უფროსები სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში მუშაობაზე უარს ამბობენ და „ევროპულ საქართველოს“ უერთდებიან.

როგორც უგულავამ დღეს ლანჩხუთში, მათთა ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ისინი სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებას ეწინააღმდეგებიან.

„სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერა ამ და უამრავი ადამიანისთის აღმოჩნდა სირცხვილი. ზურაბიშვილი არის წითელი ხაზი, რომელიც "ოცნებამ" გადაკვეთა. უამრავი ადამიანი ძალიან ჯანსაღად უყურებს ამ პროცესს და მათ დატოვეს "ქართული ოცნება". მე მინდა მივმართო "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს, ნუ გავიხდით სამომავლოდ საქმეს ისე, რომ საკუთარ სინდისთან გასამართლებელი გვქონდეს გადაწყვეტილება. ეს არის ნამუსთან კომპრომისზე წასვლა, ეს არის ყველა იმ ეროვნული ინტერესის ფეხ ქვეშ გათელვა, რომლითაც საქართველო მოსულია დამოუკიდებლობამდე. მე დარწმუნებლი ვარ ძალიან ბევრი ადამიანი იტყვის - "არა სალომე ზურაბიშვილს“, - განაცხადა გიგი უგულავამ.



სოციალური ქსელები
კომენტარები





წლის ფოტო - გია ყანჩელი და რობერტ სტურუა ერთ პალატაში
შსს-მ თბილისში ქურდობის მცდელობის ფაქტზე სამი პირი დააკავა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics