18:08 - 15 Dec, 2018
2018-10-11 13:20:39, 759 ნახვა
შსს-მ ვაჟა-ფშაველას გამზირზე მომხდარი გახმაურებული მკვლელობის საქმეზე, 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების და უბნის ინსპექტორების სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მომხდარი გახმაურებული მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, პოლიციამ 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ვ.კ. თბილისში, გ. ერისთავის ქუჩაზე დააკავა. იგი 2017 წლის 24 ივნისს თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, საფეხბურთო მოედანზე დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის იძებნებოდა. ამავე სისხლის სამართლის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებებით, დაკავებულია 1997 წელს დაბადებული გ.ბ.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ვ.კ.-მ 2017 წლის 24 ივნისს თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ერთ-ერთ საფეხბურთო მოედანზე, ანგარიშსწორების მიზნით, 1990 წელს დაბადებულ გ.ფ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ვ.კ.-ს დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის ბრალი დაუსწრებლად წარედგინა და მასზე ძებნა გამოცხადდა.

სამართალდამცველებმა ძებნილი პირი გ. ერისთავის ქუჩაზე, თავისი ახლობლის - გ.ბ.-ს მიერ ნაქირავებ ბინაში დააკავეს.

გამოძიება ვ.კ.-ს მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთს თვალისწინებს.

პოლიციამ, ვ.კ.-ს ახლობლის - გ.ბ.-ს დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, მაკაროვის სისტემის 2 ცეცხლსასროლი იარაღი და 3 მჭიდი ამოიღო.

სამართალდამცველებმა 1997 წელს დაბადებული გ.ბ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.



სოციალური ქსელები
კომენტარები



გუდაურში ზამთრის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა
დღეს პირველი რესპუბლიკის მოედანი დაიკეტება

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics