15:25 - 16 Dec, 2018
2018-10-11 13:06:51, 838 ნახვა
შსს-მ ელიავას ბაზრობაზე ხანძრის გაჩენასთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძრის გაჩენასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ცნობისთვის, ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარი იყო. კერძოდ, აგლაძის ქუჩაზე საწყობში ხის მასალა დაიწვა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, დამწვარია დაახლოებით 800 კვ. მ. ფართობი.

ადგილზე 17 სახანძრო -სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.



სოციალური ქსელები
კომენტარები



ელისაბედ მეორე სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტობას ულოცავს
პრეზიდენტის ინაუგურაცია გაერთიანებული ოპოზიციის აქციის ფონზე ჩატარდება

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics