17:26 - 20 May, 2019
2018-10-11 12:54:34, 963 ნახვა
სერგეენკო: 28 ოქტომბერს არავინ დარჩეს სახლში და ხმა მივცეთ საქართველოს განვითარებას

საქართველოს დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი რეგიონებში მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს.

 დღეს, სალომე ზურაბიშვილი ქვემო ქართლის რეგიონში-თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ მოსახლეობას ხვდება.

 შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო.

„28 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობამ უნდა გააკეთოს არჩევანი, უნდა მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. მე ვერ გთხოვთ, არც გაკადრებთ იმას, რომ მიგითითოდ ვის მისცეთ ხმა, იმიტომ, რომ თითოეულ თქვენთაგანს საკმარისზე მეტი გამოცდილება აქვს უტყუარი არჩევანის გასაკეთებლად- ვის უნდა ქვეყნისთვის სიკეთე, ვის უნდა ქვეყნის განვითარება და მეორეს მხრივ, ვის ამოძრავებს რევანშის, ბოღმის, ღვარძლის და ანგარიშსწორების სურვილი. ამას თქვენ არაჩვეულებრივად გააკეთებთ. მე ერთადერთი სათხოვარი მექნება თქვენთან, უმორჩილესი თხოვნა, რომ 28 ოქტომბერს არავინ  დარჩეს სახლში და ხმა მივცეთ საქართველოს განვითარებას. რაც შეეხება ჩემს არჩევანს, მე ჩემი არჩევანი გაკეთებული მაქვს, რომელსაც დავაფიქსირებ. მინდა, რომ არაჩვეულებრივ ქალბატონს, სალომე ზურაბიშვილს მივცე ხმა 28 ოქტომბერს. გისურვებთ წარმატებებს ქალბატონო სალომე!“- განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი






კიევში ვლადიმერ ზელენსკის ინაუგურაცია ჩატარდა
გაერთიანებული ოპოზიცია საქართველოს მასშტაბით აქციებს იწყებს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics