01:33 - 23 Oct, 2018
2018-10-11 11:06:35, 113 ნახვა
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში, ორსულთა ვაქცინაციის საკითხზე, სამუშაო შეხვედრა გაიმართა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში, დავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა, ორსულებში მძიმე მწვავე რესპირაციული ინფექციების, გრიპისა და გრიპისმაგვარ დაავადების პრევენციის მიზნით, სამუშაო შეხვედრა გამართეს.

სამინისტროს ცნობით, ისინი რეგიონის ანტენატალური სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებათა გინეკოლოგებს შეხვდნენ.

„გრიპის აქტიური სეზონი წლის მე-40 კალენდარული კვირიდან იწყება და მომდევნო წლის მე-20 კვირის ბოლოს დასრულდება. ამ პერიოდში განსაკუთრეული ყურადღება უნდა დაეთმოს ორსულებს, რადგან ისინი მაღალი რისკის ჯგუფს განეკუთვნებიან იმუნური სისტემის დროებითი ცვლილებების გამო. ორსულობისას გრიპის პროფილაქტიკისთვის საუკეთესო საშუალება ვაქცინაციაა. სეზონური ვაქცინა უსაფრთოა ორსულობის ყველა ეტაპზე.

ორსულობის დროს ჩატარებული ვაქცინაციისას ბავშვს გადაეცემა იმუნიტეტი, რაც იცავს მას დაბადებიდან 6 თვის განმავლობაში. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში მაღალი რისკის ჯგუფებისათვის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ შემოტანილია გრიპის საწინააღმდეგო 4068 დოზა ვაქცინა ,,ვაქსიგრიპი“, - აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

მათივე ცნობით, 2018-2019 წლების სეზონისთვის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის სახელმწიფოს მიერ მაღალი რისკის ჯგუფებად განისაზღვრა: ქრონიკული დაავადების მქონე პიები, კერძოდ, 18 წლამდე ასაკის დიაბეტით დაავადებულნი და დიალიზზე მყოფნი;
ბავშვთა სახლებისა და მოხუცთა თავშესაფრების ბინადარნი და მათი მომსახურე პერსონალი;
C ჰეპატიტით დაავადებული პირები, რომლებიც გადიან ჰეპატიტის საწინააღმდეგო მკურნალობის კურსს; აივ ინფიცირებული პირები; ორსულები; სამედიცინო დაწესებულებაში მომუშავე პერსონალი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრების/სამსახურების თანამშრომლები.

მიმდინარე წლის მე-40 კვირიდან აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებების ურთიერთანამშრომლობით განხორციელდება ყოველდღიური ზედამხედველობა გრიპისა და გრიპისმაგვარ დაავადებებზე.

 

 

(NS)



სოციალური ქსელები
კომენტარები



საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი
სიძულვილის ენა წინასაარჩევნო დისკურსში - MDF კვლევას აქვეყნებს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics