14:36 - 16 Dec, 2018
2018-10-10 16:00:39, 2059 ნახვა
პროკურატურა ლევან ყიფიანის ჩვენებას ასაჯაროვებს

თბილისის პროკურატურა „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით, სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის ჩვენებას ასაჯაროვებს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ყიფიანი 9 ოქტომბერს,  მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან  დაკავშირებით მიმდინარე  გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა.

იხ. ლევან ყიფიანის გამოკითხვა

ამასთან, უწყების განცხადებაში საუბარია "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მეუღლეზე, რომელმაც საქმესთან დაკავშირებით გამოძიებას ჩვენება 5 ოქტომბერს მისცა.

"5 ოქტომბერს, მოსამართლის წინაშე ჩვენება მისცა ,,ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის მეუღლემ ნატო ჩხეიძემ, რომელმაც განაცხადა, რომ 2016 წლის 21-22 აპრილს, შპს ,,ოლიმპუსის“ საბანკო ანგარიშიდან განაღდებული თანხა მოთავსებული და წაღებული იქნა ტოიოტას მარკის, სავარაუდოდ ,,პრადოს“ მოდელის ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით III-333.

მოწმის განმარტებით, მას აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდა შპს ,,ოლიმპუსის’’ დირექტორმა დ.ფ.-მ, რომელმაც დაკითხვისას ასევე მიუთითა, რომ მან დაიმახსოვრა ავტომანქანის მარკის და სანომრე ნიშანი და მიუთითა იგივე მოდელზე და ნომერზე, რაზეც  ნატო ჩხეიძემ ისაუბრა.

ამ  ინფორმაციის საფუძველზე პროკურატურის მიერ შსს მომსახურების სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, შსს  სახელმწიფო სანომრე ნიშანი III-333 - 07.04.2014 წელს გაიცა  მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე MERCEDES-BENZ ML 500, მესაკუთრე დ.კ., 19.10.2014 წელს აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებას შეეცვალა სახელმწიფო სანომრე ნიშანი და გაიცა სხვა სახელმწიფო სანომრე ნიშანი, ხოლო სახელმწიფო სანომრე ნიშანი III-333 ჩაბარდა სარეგისტრაციო განყოფილებას და განადგურდა კანონმდებლობით დადგენილი წესით. იხ. წერილი - შსს მომსახურების სააგენტო

ამდენად, შსს-დან გამოთხოვილი ინფორმაციით, ეს ნომერი 2016 წელს არ იყო გაცემული ტოიოტას მარკის ანდა სხვა მარკის ავტომანქანაზე“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.



სოციალური ქსელები
კომენტარები



ელისაბედ მეორე სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტობას ულოცავს
პრეზიდენტის ინაუგურაცია გაერთიანებული ოპოზიციის აქციის ფონზე ჩატარდება

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics