14:35 - 16 Dec, 2018
2018-10-10 13:51:03, 725 ნახვა
მარიამ ჯაში: მინდა დაგიდასტუროთ, რომ ზურაბიშვილი არის განსაკუთრებით პრინციპული, როდესაც საქმე ეხება სახელმწიფო ენას

„ქალბატონი სალომე გახლდათ ჩვენი კომიტეტის- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრი ბოლო ორი წლის განმავლობაში და მინდა დაგიდასტუროთ, რომ ის არის განსაკუთრებით პრინციპული, როდესაც საქმე ეხება სახელმწიფო ენას. ასევე, ჩვენი ეროვნული უმცირესობების უფლებებს და საქართველოს მრავალფეროვანი კულტურული მემკვიდრეობის დაცვას. მისი პრინციპულობა ჩვენთვის ადრეც იყო ცნობილი, როდესაც ის გახლდათ პირველი, რომელიც პრაქტიკულად, აკრიტიკებდა უსამართლო რეჟიმს ჩვენ უახლოეს წარსულში. მე დიდი სიამოვნებით ვუერთდები ქალბატონი სალომეს კამპანიას, მხარდაჭერას და დარმწუნებული ვარ, რომ ქალბატონი სალომე გახდება ჩვენი საზოგადოების გამაერთიანებელი პრეზიდენტი. მან უკვე გააერთიანა ჩვენი დიასპორა, როდესაც მისი დიდი ძალისხმევით საქართველოს კონსტიტუციაში გაკეთდა ჩანაწერი. ჩვენი დიასპორის წარმომადგენლები, მათი მოქალაქეობის საკითხი იყო მნიშვნელოვნად გადაჭრილი პრობლება, რომელიც გახლდათ სწორედ ქალბატონი სალომეს დამსახურება“.

ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მარიამ ჯაშმა მარნეულში ამომრჩეველან შეხვედრაზე განაცხადა.

 

(NS)



სოციალური ქსელები
კომენტარები



ელისაბედ მეორე სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტობას ულოცავს
პრეზიდენტის ინაუგურაცია გაერთიანებული ოპოზიციის აქციის ფონზე ჩატარდება

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics