06:55 - 21 Apr, 2019
2018-10-10 13:46:15, 747 ნახვა
ვოლსკი: ზურაბიშვილს შეუძლია გააერთიანოს ადამიანები, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით არიან დაპირისპირებულები

„სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, იცის თუ როგორ შეინარჩუნოს და როგორ გააერთიანოს ის ადამიანები, რომლებიც დღეს გარკვეული პოლიტიკური ნიშნით არიან ერთმანეთთან დაპირისპირებულები. ამიტომ, თქვენ არჩევანი უნდა გააკეთოთ ორ მოცემულობას შორის - დესტაბილიზაცია თუ სტაბილურობა. ჩვენი შვილების მომავალი თუ ჩვენი შვილების ცხოვრება არეულ ქვეყანაში. ჩვენ უნდა გავაკეთოთ არჩევანი იმ ორ ძალას შორის, რომელიც დღეს საქართველოში ერთმანეთს უპირისპირდება მთავარი პრინციპის გამო - ეს არის ადამიანის უფლებები. მე, დარწმუნებული ვარ, რომ მარნეულის რაიონის, ისევე, როგორც მთელი რეგიონის მოსახლეობა, ძალიან სიღრმისეულად გაანალიზებს შექმნილ ვითარებას არამარტო საქართველოში, არამედ საერთოდ რეგიონში და მსოფლიოში და მიხვდება, თუ ვის უნდა დაუჭიროს მხარი .  ერთად საქართველოსთვის -ავირჩიოთ სალომე ზურაბიშვილი“.

ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გია ვოლსკიმ მარნეულში ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა.

 

(NS)




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

„ლიბერთი ბანკის“ დაყაჩაღების ფაქტი გახსნილია






ბათუმში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გამარტივებული გზით სახელმწიფო შესყიდვების პროცესში კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის 6 პირი პასუხისგებაში მისცეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics