08:30 - 20 Apr, 2019
2018-10-01 09:29:54, 1277 ნახვა
დღეიდან ნებართვის გარეშე ტაქსით მომსახურება იკრძალება ჯარიმა 200 ლარია

თბილისში ტაქსების რეგულირების პირველი ეტაპი დასრულდა. დღეიდან ნებართვის გარეშე ტაქსით მომსახურება იკრძალება.
რეგისტრაციის ნებართვის არარსებობის შემთხვევაში, მძღოლი 200 ლარით დაჯარიმდება. თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პირველი ოქტომბრიდან, ლიცენზიის გარეშე ტაქსის მომსახურების შემთხვევებზე მერიას მკაცრი რეაგირება ექნება.
„როგორც იცით, პირველი ოქტომბრიდან აღნიშნული სერვისის გაწევა ლიცენზიის გარეშე შეუძლებელია. მინდა, ყველა თავიდანვე გავაფრთხილო, რომ ვისაც ნებართვა არ ექნება, ძალიან მკაცრი მიდგომები იქნება - ჯარიმა 200 ლარს შედგენს. ნებართვის ერთი წლის საფასური ჩვეულებრივი, შიგაწვისძრავიანი ავტომობილებისთვის 100 ლარი იქნება, ჰიბრიდებისთვის - 50 ლარი, ხოლო ელექტროძრავიანი ავტომობილებისთვის - უფასო“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ტაქსის მძღოლებს საჭირო დოკუმენტის მისაღებად ორი თვე ჰქონდათ. რეგისტრაცია პირველ აგვისტოს დაიწყო. მძღოლებს ნებართვის მიღება მერიის ვებგვერდზე ელექტრონულად, ასევე თბილისის 10-ვე რაიონის გამგეობაში, 21 აგვისტოდან კი იუსტიციის სახლებში შეეძლოთ.

ამ დროისთვის ლიცენზია 10 000-ზე მძღოლმა მიიღო.

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, ლიცენზირების საკითხი იმ სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილია, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას ისახავს მიზნად.
დედაქალაქის მერმა იმ პრივილეგიებზეც ისაუბრა, რომელსაც ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლები მიიღებენ. 

„ქალაქში მათთვის გამოიყოფა სპეციალური, უფასო ადგილები პარკირებისთვის. გარდა ამისა, მათ საკუთარ ავტომობილებზე გამოყოფილი ექნებათ კონკრეტული ადგილები, სადაც შესაძლებელი იქნება რეკლამის განთავსება და რა თქმა უნდა, იქიდან შემოსული თანხა იქნება მათი პირადი საკუთრება. ამასთან, ტაქსის მანათობელი, რომელსაც თბილისის მერია დაამზადებს, მათ უფასოდ გადაეცემათ. ცხადია, დაზიანების ან გატეხვის შემთხვევაში, მათ ამის ყიდვა მოუწევთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპზეც ისაუბრა, რომელიც 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან შევა ძალაში. 

„მინდა, ასევე გითხრათ, რომ ჩვენ ვმუშაობთ ვიზუალურ სტანდარტზე, რომელიც 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან იქნება სავალდებულო. ეს უკვე მეორე ეტაპია. აქ საუბარია ფერზე. ჩვენ ძალიან ბევრი ვიმსჯელეთ ამასთან დაკავშირებით და გადავწყვიტეთ, რომ თეთრი ფერი იყოს, რაც 2019 წლის ოქტომბრიდან სავალდებულო იქნება. ასევე, 2019 წლის ოქტომბრიდან სამკარიანი და მარჯვენასაჭიანი ავტომობილები ამ სერვისის გაწევას ვერ შეძლებენ“, - განაცხადა კახა კალაძემ. 




ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კომენტარები
ვიდეო/LIVE

პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი






ვარკეთილში „ლიბერთი ბანკი“ დააყაჩაღეს - დაშავდა 2 ადამიანი
კომერციული მოსყიდვის ფაქტზე „საქართველოს რკინიგზის“ ორი თანამშრომელი დააკავეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics