11:42 - 21 Jan, 2019
2018-09-21 14:48:18, 4196 ნახვა
პრეზიდენტმა ცნობილი პიანისტი ელისო ბოლქვაძე ღირსების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა იუნესკოს მშვიდობისა და საქართველოს სახალხო არტისტი,  ცნობილი პიანისტი ელისო ბოლქვაძე ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფო ჯილდო გიორგი მარგველაშვილმა ელისო ბოლქვაძეს ქართული მუსიკის პოპულარიზაციისა და მსოფლიო მუსიკალური ხელოვნების განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ნაყოფიერი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის პირადად გადასცა.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, დიდი ბედნიერებაა, როდესაც უნარითა და ნიჭით მსოფლიო მასშტაბით გამორჩეულ  ადამიანებს, ჩვენი ქვეყნის შვილებს არ ავიწყდებათ საკუთარი სამშობლო და მასზე ზრუნვა ჩვენი ერის საუკეთესო თვისებების გამოსავლენად.

,,ქალბატონო ელისო, დიდი მადლობა მინდა გითხრათ წლების განმავლობაში გაწეული ღვაწლისათვის,  რომელსაც არა მხოლოდ ჩვენი ერის სასიკეთოდ, არამედ ხელვნების და მუსიკის ღირებულებებისათვის ახორციელებთ. დიდი მადლობა ასევე პედაგოგიური და საგანმანათლებლო საქმიანობისათვის", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ელისო ბოლქვაძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს დაფასებისათვის და აღნიშნა, რომ ეს ყველაზე დიდი და ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდოა, რაც კი მიუღია დღემდე.

"ძალიან ემოციური ვარ დღეს. უდიდესი ბედნიერება და დიდი პატივია, თუ კი რამე გამიკეთებია თუნდაც ერთი ადამიანისთვის, რაღაც მომიტანია ჩემს ცხოვრებაში.

უღრმესი მადლობა ყველაფრისთვის, იმ დახმარებებისთვის, მხარში დგომისთვის, რომელიც, ბატონო პრეზიდენტო, თქვენ აღმოუჩინეთ ფესტივალს მისი დაარსების დღიდან.

განსაკუთრებით ბავშვებისა და ფონდ "ლირას" გვერდით დგომისთვის, ბათუმის ფესტივალის მხარდაჭერისათვის. პირველივე დღიდან, როდესაც მე თქვენ აგიხსენით ამ ფესტივალის იდეა.

ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე დიდი, ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო, რაც მიმიღია ჩემი ცხოვრების მანძილზე", - აღნიშნა ელისო ბოლქვაძემ.

დაჯილდოების ცერემონიას საფრანგეთის ელჩი საქართველოში პასკალ მონიე ესწრებოდა, რომელმაც აღნიშნა, რომ ელისო ბოლქვაძე ძალიან ბევრ სიკეთეს აკეთებს ხელოვნების და მუსიკის სფეროში.

,, წელს ჩვენ მიწვეულნი ვიყავით ჩოხატაურში ახალგაზრდა პიანისტებისთვის მის მიერ მოწყობილ კონცერტზე, სადაც ჩვენ ვიხილეთ ლიეტუველი, ქართველი და საქართველოს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, რომელთა მშობლების სახეებზე დიდი ბედნიერება დავინახე, ვინაიდან ეს ამ ბავსვებისთვის იყო შესაძლებლობა, რომ უფრო მეტად განვითარდნენ და წარმოაჩინონ თავიანთი ნიჭი.

საფრანგეთმა, თავის მხრივ, ელისო ბოლქვაძე უკვე 2015 წელს დააჯილდოვა ხელოვნებისა და ლიტერატურის ჯილდოთი, რომელიც მას საქართველში გადაეცა და დღეს ძალიან მოხარული ვარ, რომ მასთან ერთად ვიზიარებ სიხარულს იმისა, რაც გახლავთ საქართველოს მიერ მისთვის ჯილდოს გადაცემა", - განაცხადა ელჩმა.



სოციალური ქსელები
კომენტარები



დღეს ჩახუტების საერთაშორისო დღეა
„ყაზტრანსგაზის“ ოფისთან მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics