19:44 - 19 Nov, 2018
2018-09-14 16:26:57, 676 ნახვა
„30 ვერცხლი ქვეყნის ღალატისთვის“ - სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ ახალი კამპანია დაიწყო

#ნუყიდისაქართველოს - ამ ლოზუნგით სოციალურ ქსელში  "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგო კამპანია დაიწყო.

მოქალაქეები ზურაბიშვილის ანგარიშზე სიმბოლურად 30 თეთრს ( 30 ვერცხლს) ურიცხავენ.

თანხის გადარიცხვის შემდეგ ისინი ქვითრებს სოციალურ ქსელში აქვეყნებენ. ამ ფორმით საზოგადოება აგვისტოს ომთან დაკავშირებით ზურაბიშვილის დამოკიდებულებას აპროტესტებს. 

არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას" წარმომადგენელი გიორგი მშვენიერაძე ფლეშმობის ერთ-ერთი მონაწილეა.

"სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა გამოუსწორებლად დამაზიანებელი იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესისთვის. ეს ჩემგან, სიმბოლური 30 ვერცხლი (თეთრი) მის კამპანიას და #ნუყიდისაქართველოს", - წერს მშვენიერაძე.

ბოლო დღეების განმავლობაში, სალომე ზურაბიშვილმა სხვადასხვა გადაცემაში აგვისტოს ომზე საუბრისას შემდეგი შინაარსის კომენტარები გააჟღერა: "დავბომბეთ ჩვენი მოსახლეობა, რისი უფლებაც არც ერთ პრეზიდენტს არ გააჩნია და მეორე დღეს, როგორ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი ამ  ქვეყნის მთლიანობა გვინდა"; "საქართველომ დაიწყო ეს ნაწილი ამ საომარი ვითარების. ეს არის ცნობილი და ყველასთვის ოფიციალური ვერსია, რასაც ევროკავშირი ადასტურებდა, ჩვენ ამას არ გადავხედავთ"; "მეზობელი აფხაზეთი". 

 



სოციალური ქსელები
კომენტარები



„დედა სიდონიას თავისი საჯარო ქმედებების გამო, არც ერთ ეკლესიასთან კავშირი არ აქვს“ - საპატრიარქოს განცხადება
გვარამია: „რუსთავი 2“ უკიდურეს სივიწროვეში მცხოვრებ ოჯახს სახლს უყიდის

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics