20:02 - 17 Feb, 2019
2018-09-14 15:56:28, 624 ნახვა
ლევან ყიფიანმა „საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭო დატოვა

ლევან ყიფიანმა „საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭო დატოვა.

ამის შესახებ ყიფიანი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო „საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭო. მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის, გისურვებთ წარმატებას“, - წერს ლევან ყიფიანი.

შეგახსენებთ, „რუსთავი 2“-მა დღეს „იბერიას“ საქმეზე კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი გააავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, ჩანაწერში ლევან ყიფიანი და ზაზა ოქუაშვილი სამ მილიონზე საუბრობენ, რომლიდანაც ნაწილი ბიუჯეტში უნდა შეიტანონ, ხოლო ნაწილი „ომეგა ჯგუფმა“ კონტრიბუციის სახით უნდა გადაიხადოს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ლევან ყიფიანი 17 სექტემბერს, ზაზა ოქუაშვილი კი, რომელიც საზღვარგარეთაა, თბილისში ჩამოსვლისთანავე გამოიკითხება.

 



სოციალური ქსელები
კომენტარები





წლის ფოტო - გია ყანჩელი და რობერტ სტურუა ერთ პალატაში
შსს-მ თბილისში ქურდობის მცდელობის ფაქტზე სამი პირი დააკავა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics