21:45 - 25 Sep, 2018
2018-09-14 13:25:53, 383 ნახვა
საქველმოქმედო პლატფორმა statusdonates.ge ანაჰიტ სტელმაშოვასა და ილია ლომთათიძის წარმატების თანამონაწილე კიდევ ერთხელ გახდა

კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი BATUMI MUSIC FEST წელს უკვე მეექვსედ ჩატარდა.

წელს ბათუმს ფრანგი მუსიკოსი მიშელ სონი ეწვია, რომელმაც ახალგაზრდა პიანისტებისთვის სპეციალური მასტერკლასები ჩაატარა.

„ბათუმის მუსიკალურ ფესტივალზე ელისო ბოლქვაძემ მომიწვია მასტერკლასების ჩასატარებლად. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი პიანისტების განვითარებისთვის,  რადგან აქ  ძალიან ნიჭიერი ბავშვები არიან, რომლებსაც მჭიდრო კავშირი აქვთ ხელოვნებასთან", - განაცხადა მიშელ სონიმ.

ფესტივალის ფარგლებში ჩოხატაურის ხელოვნების სასახლეში ახალგაზრდა პიანისტების გალა კონცერტი გაიმართა, რომელიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. კონცერტზე მაყურებლის წინაშე წარსდგნენ თიბისი სტატუსის საქველმოქმედო პლატფორმის statusdonates.ge-ის  ბენეფიციარი ახალგაზრდა პიანიასტები  - ანაჰიტ სტელმაშოვა და ილია ლომთათიძე.

„ ფესტივალი მეექვსედ ტარდება ბათუმში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის.  მასტერკლასებს ატარებენ ელისო ბოლქვაძე და მაესტრო მიშელ სონი, რომლებისგანაც ახალგაზრდები დიდ გამოცდილებას ვიღებთ. ფესტივალის მხარდამჭერია თიბისი, რომელიც ხელს მიწყობს ესპანეთში, საერთაშორისო კონკურზე გამგზავრებაში", - განაცხადა ილია ლომთათიძე.

ბათუმის მუსიკალური ფესტივალი იუნესკოს პატრონაჟით ხორციელდება.

 

 

(NS)



სოციალური ქსელები
კომენტარები



ზურაიშვილი: არანაირი კანაფის დედოფალი არ ვარ, მე ვიქნები დედოფალი საინფორმაციო კამპანიის
ბაგა-ბაღის ფანჯრიდან 3 წლის ბავშვის გადავარდნის საქმეზე, აღმზრდელები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics