21:44 - 25 Sep, 2018
2018-09-14 12:32:57, 150 ნახვა
პრემიერი: სკოლამდელი განათლება არ არის საერთო განათლების სისტემის ნაწილი და ჩვენ ამ შეცდომას გამოვასწორებთ

დღეს სამწუხაროდ, სკოლამდელი განათლება არ არის საერთო განათლების სისტემის ნაწილი, რაც ძალიან დიდი შედომაა და  მას აუცილებლად გამოვასწორებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ - მინისტრმა მამუკა ბახტაძემ იყალთოს სამონასტრო კომპლექსში განათლების რეფორმის ხედვის წარდგენისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბავშვის განვითარება ნებისმიერ ასაკში უმნიშვნელოვანესია.

მისივე თქმით, სკოლამდელ განათლებას დაეთმობა განსაკუთრებული ყურადღება, რადგან განათლება ადრეული ასაკიდან აისახება განვითარების შემდეგ საფეხურებზე.

„განათლების სისტემის რეფორმირება განხორიციელდება ხუთი მიმართულებით - ადრეული და სკოლამდელი განათლება, ზოგადი განათლება, პროფესიული განათლება და უმაღლესი განათლება და მეცნიერება. სკოლამდელ განათლებას დაეთმობა განასაკუთრებული ყურადღება. დღეს სამწუხაროდ, მოგეხსენებათ, რომ სკოლამდელი განათლება არ არის საერთო განათლების სისტემის ნაწილი და რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დიდი შეცდომა. ამ შეცდომას ჩვენ აუცილებლად გამოვასწორებთ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.



სოციალური ქსელები
კომენტარები



ზურაიშვილი: არანაირი კანაფის დედოფალი არ ვარ, მე ვიქნები დედოფალი საინფორმაციო კამპანიის
ბაგა-ბაღის ფანჯრიდან 3 წლის ბავშვის გადავარდნის საქმეზე, აღმზრდელები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics