19:43 - 19 Nov, 2018
2018-09-14 12:00:04, 691 ნახვა
ახალი საბაჟო კოდექსის პროექტი გამოქვეყნდა

ფინანსთა სამინისტროს გაცხადებული პოლიტიკის ფარგლებში,  წინადადებებისა და მოსაზრებების განხილვის მიზნით, ახალი საბაჟო კოდექსის პროექტი გამოქვეყნდა.

როგორც "ექსპრესნიუსს" ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, დოკუმენტი ხელმისაწვდომია როგორც უწყების, ისე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ოფიციალურ ვებგვერდებზე.

"ფინანსთა სამინისტრო ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს, ექსპერტებს, ყველა დაინტერესებულ და მიზნობრივ ჯგუფს სთავაზობს შენიშვნები და წინადადებები ფინანსთა სამინისტროს  ელექტრონული ფოსტის მისამართზე:  NewCustomsCode@mof.ge გამოაგზავნოს. 

პარალელურად, ფინანსთა სამინისტრო დაიწყებს საინფორმაციო კამპანიას ახალი საბაჟო კოდექსის საზოგადოებისთვის გაცნობის მიზნით", - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში. 

"კანონპროექტის შემუშავების მიზეზია საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის ევროკავშირის შესაბამის რეგულაციებთან დაახლოების და საბაჟო და საგადასახადო სფეროს მარეგულირებელი დებულებების გამიჯვნის აუცილებლობა. მისი მიზანია საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის დაახლოვება ევროკავშირის შესაბამის რეგულაციებთან და შესაბამისად, საქართველოში ევროკავშირის მსგავსი საბაჟო პროცედურების დანერგვა, რაც გაამარტივებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებულ საბაჟო პროცედურებს და შექმნის საქართველოსა და ევროკავშირის მეწარმეებისთვის ერთნაირ საბაჟო რეგულირების გარემოს", - წერია განმარტებით ბარათში. 

 

 



სოციალური ქსელები
კომენტარები



„დედა სიდონიას თავისი საჯარო ქმედებების გამო, არც ერთ ეკლესიასთან კავშირი არ აქვს“ - საპატრიარქოს განცხადება
გვარამია: „რუსთავი 2“ უკიდურეს სივიწროვეში მცხოვრებ ოჯახს სახლს უყიდის

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics