20:04 - 17 Feb, 2019
2018-09-14 11:47:59, 716 ნახვა
ბატიაშვილი: 2022 წლისთვის მასწავლებლის საშუალო ხელფასი 1500-ს, ხოლო უმაღლესი საფეხურის მასწავლებლების ხელფასი - 2000 ლარს მიაღწევს

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, განათლების რეფორმა მასწავლებლების, სპეც. მასწავლებლების, სკოლის დირექტორებისა და ადმინისტრაციის სახელფასო პოლიტიკას ითვალისწინებს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2018-2019 სასწავლო წელს გაზრდილ ხელფასს მიიღებს 10 000-მდე მასწავლებელი, მათ შორის, სპეც. მასწავლებელი; 2019-2021 წლებში ხელფასები გაეზრდებათ სკოლის დირექტორებს, ადმინისტრაციულ პერსონალს და გაგრძელდება ხელფასების ზრდა მასწავლებლებისთვის.

ამასთან, მინისტრის ინფორმაციით, 2022 წლისთვის მასწავლებლის საშუალო ხელფასი 1500 ლარს, ხოლო უმაღლესი საფეხურის მასწავლებლების ხელფასი  - 2000 ლარს და მეტს მიაღწევს.



სოციალური ქსელები
კომენტარები





წლის ფოტო - გია ყანჩელი და რობერტ სტურუა ერთ პალატაში
შსს-მ თბილისში ქურდობის მცდელობის ფაქტზე სამი პირი დააკავა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics