19:44 - 19 Nov, 2018
2018-09-13 14:42:50, 1816 ნახვა
ყველაფერი, რაც ახალი iPhone-ს კამერის, ეკრანის და ფასის შესახებ უნდა იცოდეთ

გუშინ, 12 სექტემბერს, აშშ-ში კალიფორნიის შტატში არსებული Apple-ის სათაო ოფისში სტივ ჯობსის ცენტრში სამი ახალი სმარტფონის - iPhone Xs, iPhone Xs Max და iPhone Xr პრეზენტაცია გაიმართა. გარდა სმარტფონებისა კომპანიამ ჭკვიანი საათის განახლებული მოდელი წარადგინა, რომელზეც მიმოხილვა სავარაუდოდ მოგვიანებით იქნება.

მთავარი რამ, რაც შარშანდელ მოდელთან iPhone X-თან შედარებით შეიცვალა, ახალი პროცესორი და ერთი ახალი ფერია.

და ამჯერადაც უნდა დავიწყოთ ბოდიშით - ყველაფერი, რაც Apple-მა წარადგინა დროზე ადრე ისეთ დეტალებში იყო ცნობილი, რომ ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ , უკვე იცით.

ორივე ახალი ფლაგმანის კამერების რეზოლუცია იგივე დარჩა - ორივე კამერას 12-12  მეგაპიქსელიანი “All-new” გაზრდილი სენსორი გააჩნია,როგორც შარშანდელ მოდელში ერთი ლინზა ფართოკუთხიანი f/1.8, ხოლო მეორე შორი, საპორტრეტო კადრებისთვის გამოდგება და მისი მინიმალური დიაფრაგმა f/2.4 შეადგენს. ორივე სმარტფონზე კამერებს ვიდეოს და ფოტოს გადაღების დროს ოპტიკური სტაბილიზაციის ფუნქცია ხელმისაწვდომი დარჩა.

ორივე სმარტფონს 4K (60 კადრი წამში) და  Full HD 240 fps ვიდეოს ჩაწერა შეუძლია. რაც შეეხება ხმის დამუშავებას, მას ახლა 4 მიკროფონი ერთდროულად იწერს, რაც შემდეგ, ვიდეოს ყურების დროს სამგანზომილებიანი ბგერადობის ეფექტს ქმნის.

"პორტრეტის რეჟიმში" გადაღების დროს ხელოვნური ინტელექტი “Portrait Light”-ის ფუნქციას რთავს და სურათს პროგრამულად სიღრმის და შუქ-ჩრდილის განსაკუთრებული ეფექტი ეძლევა.

რაც შეეხება ეკრანებს , ვითარება თითქმის არ შეცვლილა - Xs ძველებურად "სამსუნგის" წარმოების 5.8 2436×1125 ინჩიანი "ოლედ" True Tone , ხოლო Xs Max იგივე ტიპის, მაგრამ  6.5 დიუიმის 2688х1242 რეზოლუციის ეკრანი ამშვენებს. რაც შეეხება უმცროს Xr-ს , მას 6.1ინჩი , LCD, "Liquid Retina"1792х828 რეზოლუციის ეკრანი გააჩნია. ყველა ტელეფონის ეკრანი HDR 10-ის ტექნოლოგიით არის აღჭურვილი.

ფასს რაც შეეხება, ის ამ წელსაც ე.წ "ფსიქოლოგიურ ზღვარს" გასცდა. Xr – $750-დან, Xs – $1000-დან და Xs Max – $1100-დან დაიწყება, მაგრამ ეს აშშ-ში, საბაჟოს განბაჟების გარეშე... სავარაუდოდ ჩვენთან ახალი სმარტფონების ფასები ბევრად უფრო მაღალი იქნება. 


 



სოციალური ქსელები
კომენტარები



„დედა სიდონიას თავისი საჯარო ქმედებების გამო, არც ერთ ეკლესიასთან კავშირი არ აქვს“ - საპატრიარქოს განცხადება
გვარამია: „რუსთავი 2“ უკიდურეს სივიწროვეში მცხოვრებ ოჯახს სახლს უყიდის

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics