19:44 - 19 Nov, 2018
2018-09-13 12:23:23, 3006 ნახვა
ჩეხეთი საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაიტანს

ჩეხეთი ისრაელში მდებარე საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადაიტანს, - ამის შესახებ AFP იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება ჩეხეთის მთავრობამ მიიღო. 

ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საელჩოს გადატანა სამ ეტაპს მოიცავს: პირველი ნაბიჯი იერუსალიმში ჩეხეთის საკონსულოს გახსნა იქნება. 

მედიის ცნობით, საკონსულოს ჩეხეთის ლიდერი მილოშ ზემანი ნოემბერში გახსნის. 

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 6 დეკემბერს საკუთარი საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში აშშ-მ გადაიტანა. 



სოციალური ქსელები
კომენტარები



„დედა სიდონიას თავისი საჯარო ქმედებების გამო, არც ერთ ეკლესიასთან კავშირი არ აქვს“ - საპატრიარქოს განცხადება
გვარამია: „რუსთავი 2“ უკიდურეს სივიწროვეში მცხოვრებ ოჯახს სახლს უყიდის

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics