21:14 - 25 Sep, 2018
2018-09-12 23:24:34, 878 ნახვა
დააინფიცირა თუ არა C ჰეპატიტით ლაბორანტმა 6 წლის ბავშვი ორ დღეში გახდება ცნობილი

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში C ჰეპატიტით დაინფიცირებულმა ლაბორანტმა 6 წლის ბავშვს სისხლის ანალიზი იმ ნემსით აუღო, რომელიც მას ხელში შეერჭო. მცირეწლოვნის დედამ ანალიზის აღების შემდეგ ექთნის ხელზე სისხლი შენიშნა და ლაბორანტისგან მოითხოვა, რომ გამოეკვლია, იყო თუ არა ის რომელიმე ინფექციური დაავადების მატარებელი. კვლევებით ლაბორანტს აქტიური C ჰეპატიტი დაუდასტურდა.

როგორც "ექსპრესნიუსს" ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მედდამ უსაფრთხოების ნორმები არ დაიცვა და ის კლინიკიდან გაათავისუფლეს. რაც შეეხება ბავშვს, მის კვლევაზე და დაკვირვებაზე პასუხისმგებლობას კლინიკა აიღებს.

„მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბავშვი C ჰეპატიტით დაინფიცირდა. ამაზე საუბარი ჯერ არ შეიძლება, რადგან დაინფიცირების შანსი არის ძალიან მცირე - 0,001 პროცენტი. ამჟამად ბავშვს ჩატარებული აქვს მაღალტექნოლოგიური გამოკვლევა და შედეგები იქნება რამდენიმე დღეში. სწორედ ამის შემდეგ შეგვიძლია ვიმსჯელოთ, არის თუ არა ის დაინფიცირებული. რაც შეეხება შემთხვევას, რა თქმა უნდა სამედიცინო პერსონალის მხრიდან გადაცდომას ადგილი ნამდვილად ჰქონდა. შიდა მოკვლევის შედეგად ეს გადაცდომა დადგინდა და მოხდა მყისიერი რეაგირება, აღნიშნული თანამშრომელი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი არასწორად ჩატარებული სამედიცინო სერვისის გამო ბავშვის კვლევებზე მეურვეობას იღებს“, - განაცხადეს ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

 



სოციალური ქსელები
კომენტარები



ზურაიშვილი: არანაირი კანაფის დედოფალი არ ვარ, მე ვიქნები დედოფალი საინფორმაციო კამპანიის
ბაგა-ბაღის ფანჯრიდან 3 წლის ბავშვის გადავარდნის საქმეზე, აღმზრდელები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics