20:02 - 17 Feb, 2019
2018-09-04 09:13:26, 1393 ნახვა
მსოფლიო პატრიარქი: კიევის მიტროპოლიის გადასვლა მოსკოვის პატრიარქატის დაქვემდებარებაში ზეწოლის შედეგად მოხდა

"კიევის მიტროპოლიის კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს დაქვემდებარებიდან, მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში იძულებით და მძიმე რეალობის გამო გადავიდა" - ამის შესახებ, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ სინაის იერარქებთან სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

"კონსტატინეპოლის პატრიაქატის კიევის მიტროპოლიის გადასვლა მოსკოვის პატრიარქატის დაქვემდებარებაში ზეწოლის შედეგად მოხდა. 1686 წელს მსოფლიო პატრიარქმა დიონისე მე-4 -მ და ასევე კონსტანტინეპოლის წმინდა სინოდმა, ზეწოლის შედეგად და იმის გამოც, რომ იყო რთული ისტორიული ვითარება, გამოსცეს ურთიერთგამომრიცხავი დადგენილება, რის მიხედვითაც მოსკოვის საპატრიარქოს უფლება მიეცა კიევის მიტროპოლიტის დანიშვისა. ყველა პრობლემა დაიწყო მე 14 საუკუნის დასაწყისში, როცა კიევის მიტროპლიის ტახტი, მსოფლიო საპატრიარქოს თანხმბის გარეშე გადატანილი იქნა მოსკოვში. მას შემდეგ ჩვენმა უკრაინელმა ძმებმა დაიწყეს ბრძოლა, დამოუკიდებლობის მოპოვების მიზნით. ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ მოსკოვის საპატრიარქოს ჯიუტობა გახდა დაპირისპირების საგანი, რის გამოც დღემდე იტანჯება უკრაინელი ხალხი" - განაცხადა მსოფლიოს პატრიარქმა.
 



სოციალური ქსელები
კომენტარები





წლის ფოტო - გია ყანჩელი და რობერტ სტურუა ერთ პალატაში
შსს-მ თბილისში ქურდობის მცდელობის ფაქტზე სამი პირი დააკავა

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics