21:25 - 25 Sep, 2018
2018-08-29 14:03:26, 552 ნახვა
სიეტლში, Amazon Go-ს 2 მაღაზია პერსონალის გარეშე უკვე ფუნქციონირებს [ვიდეო]

სიეტლში უკვე 2 "ჭკვიანი" მაღაზია-სუპერმარკეტი ფუნქციონირებს. იქ არც მოლარეები, არც კონსულტანტები და არც მენეჯერები მუშაობენ. მაღაზიებს მხოლოდ ერთი დამლაგებელი ჰყავს, რომელიც ტერიტორიას დღეში ორჯერ ალაგებს, სხვა დროს სისუფთავეზე რობოტი მტვერსასრუტები ზრუნავენ.

წარმოიდგინეთ მაღაზია, სადაც სალაროებთან რიგი არ გხვდებათ და თქვენს საყიდლებს ჭვიანი ალგორითმი-პროგრამა აკონტროლებს. 

Amazon Go შემდეგნაირად მუშაობს : სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით თქვენ ონლაინ რეჟიმში ყიდულობთ სურსათს, შემდეგ მიდიხართ უახლოეს Amazon Go სუპერმარკეტში შტრიხ-კოდის საშუალებით ,რომელსაც პროგრამა თანხის ჩამოჭრის შემდეგ გიგზავნით, შედიხართ და გამოგაქვთ ყველაფერი, რაც შეიძინეთ. აგრეთვე შეგიძლიათ დაამატოთ, ან ამოშალოთ რამე პროდუქტი-აქ არავინ მოგედავებათ, პირიქით-პროგრამა წამებში დაგიბრუნებთ გახარჯულ თანხას ანგარიშზე.

Amazon Go კორპორაცია Amazon-ის საცალო ვაჭრობის კიდევ ერთი პროექტია, რომელსაც მარკეტოლოგები დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.







სოციალური ქსელები
კომენტარები



ზურაიშვილი: არანაირი კანაფის დედოფალი არ ვარ, მე ვიქნები დედოფალი საინფორმაციო კამპანიის
ბაგა-ბაღის ფანჯრიდან 3 წლის ბავშვის გადავარდნის საქმეზე, აღმზრდელები სასამართლომ დამნაშავედ ცნო

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics