01:07 - 19 Sep, 2018
2018-08-17 12:35:47, 175 ნახვა
პრემიერი: ანგელა მერკელის ვიზიტი ადასტურებს, რომ საქართველო ევროპისთვის სანდო და საიმედო პარტნიორია

გერმანიის კანცლერის მაღალი დონის ვიზიტი ხაზს უსვამს საქართველო-გერმანიას შორის მჭიდრო ურთიერთობის ხარისხს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ანგელა მერკელის ვიზიტი  ეკონომიკურ კომპონენტსაც მოიცავს. გერმანიის კანცლერთან ერთად საქართველოს ეწვევიან  ბიზნესწრეების წარმომადგენლები, რომლებთან ერთადაც მრგვალი მაგიდის ფორმატში შედგება საუბარი და ამ შეხვედრაში მონაწილეობას ქართველი ბიზნესმენებიც მიიღებენ.

„მოგეხსენებათ 23 აგვისტოს საქართველოს ეწვევა გერმანიის კანცლერი ქალბატონი მერკელი. ეს გახლავთ ქალბატონ კანცლერის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. მაღალი დონის ვიზიტი ხაზს უსვამს საქართველო-გერმანიას შორის მჭიდრო ურთიერთობის ხარისხს. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურის გარდა, ეს ვიზიტი მოიცავს ეკონომიკურ კომპონენტსაც. ქალბატონ მერკელს ჩამოჰყვებიან ბიზნესწრეების წარმომადგენლები, რომლებთან ერთადაც მრგვალი მაგიდის ფორმატში გვექნება საუბარი, ნიშვნელოვანია, რომ ამ შეხვედრაში მონაწილეობას ქართველი ბიზნესმენებიც მიიღებენ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ვიზიტისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველო-გერმანიის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას, ორ ქვეყანას შორის  პარტნიორული ურთიერთობისა და მეგობრობის კიდევ უფრო განმტკიცებას.

“წამყვანი ევროპული ქვეყნის უმაღლესი რანგის თანამდებობის პირის სტუმრობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო ევროპისთვის სანდო და საიმედო პარტნიორია“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.



სოციალური ქსელები
კომენტარები



„ეკლესიას პარლამენტში მდივანი უნდა ჰყავდეს“ - პარლამენტს ახალი საკანონმდებლო ინიციატივა გადაეგზავნა
აფხაზეთში პირველი ე.წ. კუპიურა გამოუშვეს

არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics